ფოტო: REUTERS/Evan Vucci
Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ფინანსური დეკლარაციების სექტემბრის მონაცემებით, ტრამპი წლის განმავლობაში Nvidia-ს $13-დან $62 მილიონამდე ღირებულების აქციებს ფლობდა.
გამოცემის ცნობით, ანგარიშგების დაგვიანების გამო დოკუმენტებში ბოლო ორი თვის განმავლობაში განხორციელებული ოპერაციები ასახული არ არის. აღსანიშნავია, რომ Nvidia-ში ტრამპის წილი მნიშვნელოვნად აღემატება იმ მაჩვენებელს, რომელიც 2024 წლის ბოლოს იყო დაფიქსირებული. 2024 წლის განმავლობაში დონალდ ტრამპი Nvidia-ს $615,000-დან $1.3 მილიონამდე ღირებულების აქციებს ფლობდა.
ეს ინფორმაცია იმ დროს ვრცელდება, როდესაც Nvidia-სა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის არსებული კავშირები განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. მოგეხსენებათ, დონალდ ტრამპი Nvidia-ს გადამდგარი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დაბრუნების აქტიური მომხრეა. აშშ-ის პრეზიდენტმა ამის შესახებ საჯაროდ არაერთხელ განაცხადა.
გარდა ამისა, როგორც Wall Street Journal-ი კვირას იტყობინებოდა, ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს, Nvidia-სა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე კიდევ ორ ათეულზე მეტ კომპანიას „ეროვნული ჩემპიონის“ სტატუსი მიანიჭოს. თუმცა კონკრეტულად რას გულისხმობს აღნიშნული ტიტული, ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, Nvidia-მ კვარტალური ფინანსური შედეგები 17 ნოემბერს უნდა წარადგინოს.
ჰუანგი სილიკონის ველზე ტრამპის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა. მათი ურთიერთობა, სულ მცირე, 2025 წლიდან იწყება, როდესაც სატელეფონო საუბრის დროს, Reuters-ის რეპორტიორმა ტრამპის ტელეფონის ეკრანზე ჰუანგის სახელი შენიშნა.
როგორც დონალდ ტრამპმა არაერთხელ განმარტა, მის აქტივებს კაპიტალის მენეჯმენტის კორპორაციები მართავენ და თავად არ განსაზღვრავს თუ რომელ კომპანიაში განახორციელოს ინვესტიცია.









