წელს უცხოელებიდან თბილისში ყველაზე მეტი ბინა ისრაელისა და რუსეთის მოქალაქეებმა იყიდეს - Galt & Taggart

წელს უცხოელებიდან თბილისში ყველაზე მეტი ბინა ისრაელისა და რუსეთის მოქალაქეებმა იყიდეს - Galt & Taggart

Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის მაისში გაყიდული ბინების რაოდენობა 2025 წლის 4 თვის საშუალო გაყიდვებთან შედარებით 6.4%-ით გაიზარდა. წლიურ ჭრილში კი მაისში გაყიდვების 48.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც საინვესტიციო ბანკის განმარტებით, 2024 წლის მაისის რეკორდულად დაბალი ბაზითაა გამოწვეული.

ანგარიშის მიხედვით, საერთო ჯამში, 2025 წლის ხუთ თვეში, გაყიდვები გასული წლის 5 თვის მსგავს ნიშნულზე შენარჩუნდა. Galt & Taggart-ის ინფორმაციით, პროექტებში, რომლებიც 2025 წელს სრულდება, ბინების 81% უკვე გაყიდულია. აქვე აღსანიშნავია, რომ გაყიდვების უმეტესი ნაწილი დეველოპერების მიერ შეთავაზებული შიდა განვადებებზე მოდის.

2025 წლის ხუთ თვეში, უძრავი ქონების გაყიდვებში საქართველოს მოქალაქეების წილი 77%-ს შეადგენს. ისრაელის მოქალაქეების წილმა ჯამურ გაყიდვებში 11% შეადგინა, რაც უცხოელებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. უცხოელებიდან მეორე ადგილს რუსეთის მოქალაქეები იკავებენ, რომლებზეც გაყიდულები ბინების 2% მოდის.