აშშ-ის მთავრობამ ქვეყანაში რუსული ნავთობის იმპორტი სრულად აკრძალა.
კანადამ რუსული ნავთობის, საწვავისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი აკრძალა.
დიდმა ბრიტანეთმა რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალა.
მარტში ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა რეკორდულ 130-დოლარიან ნიშნულს მიაღწია.
აშშ-ის მთავრობამ ვენესუელის ენერგეტიკული სექტორისთვის დაწესებული სანქციები შეამსუბუქა, Chevron-ს ვენესუელაში ნავთობის მოპოვების უფლება მიეცა.
ნავთობის გაძვირების ფონზე, Saudi Aramco რეკორდულ მოგებაზე გავიდა – წლის I კვარტალში პლანეტის უმსხვილესი კომპანიის მოგებამ თითქმის $40 მილიარდი შეადგინა, რაც 82%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.
ნავთობის რეალიზაციით მიღებული რეკორდული მოგების ფონზე, საუდის არაბეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 10% შეადგინა.
გერმანიის მთავრობამ რუსულ Rosneft-ს ნავთობის გადამმუშავებელი უმსხვილესი ქარხანა ჩამოართვა, რომელიც ბერლინის საწვავით მომარაგების 90%-ს უზრუნველყოფდა.
გერმანიის მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიის, Uniper-ის ნაციონალიზაციის გადაწყვეტილება მიიღო.
გერმანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ენერგეტიკულ სექტორში თანამშრომლობაზე სტრატეგიული შეთანხმება გაფორმდა.
იტალიის მთავრობამ LUKOIL-ის უმსხვილესი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის ნაციონალიზაცია გადაწყვიტა.
რუსეთის მიერ ნავთობისა და გაზის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები მკვეთრად შემცირდა. მარტ-აპრილში აღნიშნული მაჩვენებელი 20-30 მილიონი დოლარი იყო, ზაფხულში კი საბიუჯეტო შემოსავლები 11-12 მილიონ დოლარამდე შემცირდა.
რუსეთის ფედერაცია ჩინეთის უმსხვილესი ნავთობმიმწოდებელი გახდა, დღიურმა მოცულობამ 2 მილიონი ბარელი შეადგინა.
თურქეთმა რუსეთის ფედერაციიდან ნედლი ნავთობის იმპორტი გააორმაგა – დღიურმა მიწოდებამ 200,000 ბარელს მიაღწია.
ინდოეთმა რუსული ნავთობის იმპორტი რეკორდულად გაზარდა, ყოველდღიური შესყიდვების საშუალო ღირებულება $110 მილიონამდე გაიზარდა.
ჩინეთის ბაზარზე რუსეთთან კონკურენციის მიზნით, ირანმა ბარელი ნავთობის ფასი რუსულ Urals-თან შედარებით 10 დოლარით შეამცირა.
Saudi Aramco-მ ჩინეთთან $10-მილიარდიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც ნავთობის გადამმუშავებელი და ქიმიური კომპლექსების მშენებლობას ითვალისწინებს.
ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციამ (OPEC+) საერთაშორისო ბირჟას ნავთობის დღიური მიწოდება 2 მილიონი ბარელით შეუმცირა.
EU-ის სანქციების გამო, რუსული LUKOIL-ის ნავთობი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენში აღარ გაივლის.
ევროკავშირმა რუსულ ნავთობზე ემბარგო აამოქმედა, 5 დეკემბრიდან EU-ში საზღვაო გზით რუსული წარმოშობის ნავთობის იმპორტი სრულად აიკრძალა.
G7-ისა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტი დააწესეს, ზედა ჭერი ბარელ Urals-ზე 60 დოლარით განისაზღვრა.
მოსკოვი რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დამწესებელ სახელმწიფოებს მიწოდების შეწყვეტით ემუქრება.
გაზი და ბუნებრივი თხევადი აირი
გერმანიის კანცლერმა მილსადენ Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცედურა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა.
აშშ-ის მთავრობამ ქვეყანაში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი აკრძალა.
დიდმა ბრიტანეთმა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი აკრძალა.
ლიეტუვა ევროკავშირის წევრი პირველი სახელმწიფო გახდა, რომელმაც რუსული გაზის იმპორტი სრულად შეწყვიტა.
რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, ევროკავშირმა ახალი ამბიციური გეგმა – REPowerEU წარადგინა, რომელიც 2030 წლამდე რუსული ენერგორესურსების იმპორტის სრულ აკრძალვას ითვალისწინებს.
გერმანიის მთავრობამ ქვეყანაში პირველი თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტერმინალის აშენება გადაწყვიტა.
იმპორტირებული თხევადი ბუნებრივი აირის გადამუშავების მიზნით, გერმანიის მთავრობამ მცურავი LNG-ტერმინალები იჯარით აიღო.
რუმინეთმა Midia Gas Development-ის საშუალებით, შავი ზღვიდან ბუნებრივი აირის მოპოვება დაიწყო – წლიური გამომუშავების სავარაუდო მოცულობა 500 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.
ევროკომისიამ აზერბაიჯანთან ბუნებრივი აირის იმპორტის გაორმაგების შესახებ მემორანდუმს მოაწერა ხელი.
LNG-ზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, კატარმა თხევადი ბუნებრივი აირის წამყვანი ექსპორტიორი სახელმწიფოს წოდება მოიპოვა, მან აშშ-ს გადაუსწრო.
ოქტომბერში პოლონეთ-ნორვეგიას შორის „ბალტიკური მილსადენის“ მონაკვეთი გაიხსნა, ნორვეგია პოლონეთისთვის უმნიშვნელოვანესი ენერგომიმწოდებელი გახდა.
Gazprom-მა გერმანიას Nord Stream 1 მილსადენით ბუნებრივი აირის მიწოდება განუსაზღვრელი ვადით შეუჩერა.
შეთანხმება შედგა: კატარი მომდენო 15 წლის განმავლობაში გერმანიას ყოველწლიურად 2 მილიონ კუბურ მეტრ თხევად აირს (LNG) მიაწვდის.
ბირთვული ენერგია
ბელგიის მთავრობამ 2025 წლისთვის ქვეყანაში არსებული ყველა ატომური ელექტროსადგურის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
ემანუელ მაკრონმა 2050 წლამდე საფრანგეთში მინიმუმ 6 ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა დააანონსა.
გერმანია 2022 წლის ბოლომდე ყველა ატომური ელექტროსადგურის დახურვას გეგმავს.
ევროპარლამენტმა ბუნებრივ აირსა და ბირთვულ ინვესტიციებს „მწვანე“ სტატუსი მიანიჭა.
ევროპაში არსებული ენერგოკრიზისის დასაძლევად, საფრანგეთის მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა ატომური ელექტროსადგურის ბირთვული რეაქტორის ამუშავების გადაწყვეტილება მიიღო.
კლიმატის ცვლილება და „მწვანე“ ენერგიის განვითარება
საფრანგეთის მთავრობამ საწარმოო ინდუსტრიის დეკარბონიზაციისთვის €5.6-მილიარდიანი სტრატეგიული გეგმა წარადგინა.
საუდის არაბეთის მთავრობამ ქვეყანაში მწვანე ენერგეტიკული პროექტების განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 80 მილიარდი დოლარი გამოყო.
2035 წლიდან ევროკავშირის მასშტაბით ბენზინსა და დიზელზე მომუშავე, შიდაწვისძავიანი ახალი ავტომობილების გაყიდვა სრულად აიკრძალა.