წლის I ნახევარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები $2 მილიარდს გაუტოლდა - Galt & Taggart

წლის I ნახევარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები $2 მილიარდს გაუტოლდა - Galt & Taggart

Galt & Taggart-მა ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოს მიერ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.2%-ით გაიზარდა და 2 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა.

უშუალოდ მეორე კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი წლიურად 9.1%-ით გაიზარდა და 1.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2025 წელს ტურიზმის შესავლები მთლიანობაში 4.5 მილიარდ დოლარს მიღწევას.

ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდაზე, თავის მხრივ, საერთაშორისო ვიზიტორების მატებამ იმოქმედა. მეორე კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა საქართველოში წლიურად 7.0%-ით გაიზარდა და 1.6 მილიონი მოგზაური შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მონაცემი ჯამურად ტურისტული და ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობას ითვალისწინებს.

„აღნიშნული ზრდა ძირითადად ტურისტული ვიზიტების 10.7%-იანმა ზრდამ განაპირობა (80.1% მთლიან ვიზიტებში), მაშინ როცა ერთდღიანი ვიზიტები წლიურად 5.4%-ით შემცირდა,“ – წერია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.