ტექნოლოგიური გამოცემა The Information-ის თანახმად, 2025 წლის პირველ ნახევარში ხელოვნური ინტელექტის კომპანია OpenAI-ის შემოსავლები 16%-ით გაზარდა და $4.3 მილიარდს მიაღწია. მისივე ინფორმაციით, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის კვლევისა და განვითარების, ასევე ChatGPT-ის ფუნქციონირებისთვის OpenAI-ს $2.5 მილიარდის ნაღდი ფულის დახარჯვა მოუწია.
საერთო ჯამში ChatGPT-ის კვლევისა და განვითარებისათვის კომპანიამ წლის პირველ ნახევარში $6.7 მილიარდი დახარჯა. აღნიშნული პერიოდის ბოლოსთვის OpenAI-ი ფულისა და ფასიანი ქაღალდების სახით $17.5 მილიარდს ფლობდა. OpenAI-ის მიზანი წლის ბოლოსთვის $13 მილიარდის შემოსავლის მიღება და $8.5 მილიარდის ნაღდი ფულის დახარჯვაა.
შეგახსენებთ, აგვისტოში სხვადასხვა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ OpenAI-ი აქციების საჯაროდ განთავსებას გეგმავდა, კომპანიის ღირებულება კი $500 მილიარდად ფასდებოდა.
OpenAI-ის მიმართ სულ უფრო იზრდება ინტერესი სხვა ტექნოლოგიური ფირმების მხრიდანაც. გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნახევარგამტარების მწარმოებელი Nvidia OpenAI-ში $100 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს.