სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის აგვისტოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.1%-ით გაიზარდა. საქსტატის დაკვირვებით, აღნიშნული ცვლილება, დიდწილად, სამშენებლო მასალების ფასების 1%-იანი ზრდით იყო განპირობებული. ამან 0.59 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
რაც შეეხება წლიურ ცვლილებას, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 7.9%-ით გაიზარდა. ამ შემთხვევაში ინდექსის ზრდა, ძირითადად, მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 29.7%-იანი მატებითა და სამშენებლო მასალების 3.8%-იანი გაძვირებით იყო გამოწვეული. ამან, შესაბამისად, 4.59 და 2.29
პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
აქვე აღსანიშნავია, რომ 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 19.7%-ით გაიზარდა.