Forbes-ის ამერიკის უმდიდრესი თვითშემდგარი ქალების სიაში წელს 100 მეწარმეს, აღმასრულებელ დირექტორსა და შემსრულებელს შორის 16 ცნობილი ადამიანია. სიაში მოსახვედრად მათი ქონება მინიმუმ 350 მილიონი დოლარი უნდა ყოფილიყო. შედარებისთვის, გასული წელს ეს ზღვარი 300 მილიონ დოლარს აღწევდა, 2023 წლის კი – 225 მილიონ დოლარს.
სცენისა თუ ეკრანის ვარსკვლავების ქონება ჯამში 14.1 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც გასული წლის 13.3 მილიარდ დოლარს აღემატება. ეს ზრდა დიდწილად სიაში სელენა გომესის (48-ე ადგილი) დამატების წყალობით მოხდა, რომელიც ჯერ მილიარდერი არ არის, თუმცა 700 მილიონი დოლარის ქონებას ფლობს, რაც თითქმის ამ სხვაობის ტოლია. გომესმა კოსმეტიკური კომპანია Rare Beauty 2020 წლის სექტემბერში, ცნობილი ადამიანების ბიზნესის ბუმის დასაწყისში დააფუძნა. 2023 წლისთვის მან 367 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.
ცნობილ სახეებს შორის უმდიდრესი ქალი ოპრა უინფრია, რომლის ქონება $3.1 მილიარდს შეადგენს. უინფრიმ გასულ წელთან შედარებით ქონება 3%-ით გაზარდა. მართალია, მისი სახელობის თოქ-შოუ თითქმის 15 წელია, ეთერში აღარ გადის, თუმცა უინფრი სატელევიზიო ეკრანებზე მაინც ხშირად ჩნდება. მათ შორის მან მონაწილეობა მიიღო Netflix-ის ფილმში The Six Triple Eight და გასულ წელს სამი სპეციალური სატელევიზიო გამოშვების წამყვანი იყო. როგორც ამბობენ, მან გასულ წელს ახალ კერძო თვითმფრინავში 75 მილიონი დოლარი დახარჯა და ინარჩუნებს მნიშვნელოვან უძრავ ქონებას ჰავაიზე. აქვე აღსანიშნავია, რომ WeightWatchers-მა, რომლის საბჭოც მან 2024 წლის მაისში დატოვა, ერთი წლის თავზე გაკოტრება გამოაცხადა.
მეორე ადგილზე, $1.7-მილიარდიანი ქონებით, კიმ კარდაშიანია. მისი შემოსავლის ძირითადი წყარო ფორმის მიმცემი სამოსი და კანის მოვლის საშუალებების ბიზნესია. 2025 წლის თებერვალში კარდაშიანის თითქმის $900-მილიონიანმა ბიზნესმა Skims-მა, სპორტული ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის გიგანტთან ერთად, ახალი ბრენდი NikeSkims-ი წარადგინა. კოლაბორაციით შექმნილი პროდუქტის გაყიდვა, სავარაუდოდ, მომდევნო თვეებში დაიწყება. მარტში სილამაზის პროდუქციის კომპანია Coty-მ კარდაშიანის კანის მოვლის ხაზში SKKN by Kim თავისი 20%-იანი წილი გაყიდა, რის შედეგადაც $71 მილიონის ზარალი განიცადა.
მესამე პოზიციაზე ამერიკელი მომღერალი, ტეილორ სვიფტია, რომელიც კიმ კარდაშიანს ქონებით მცირედ ჩამორჩება. Forbes-ის შეფასებით, სვიფტი $1.6 მილიარდის სიმდიდრეს ფლობს. 54 ქალაქში 149 კონცერტის შემდეგ, მისი Eras Tour-ი დეკემბერში მუსიკის ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ტურნეს სტატუსით დასრულდა – ბილეთების გაყიდვიდან 2 მილიარდ დოლარზე მეტი შეგროვდა, რაც წინა რეკორდს ორჯერ აღემატება. ვარსკვლავმა ბილეთების გაყიდვის გარდა, მონეტიზაციის მრავალი გზა იპოვა, მათ შორის ფილმების, წიგნებისა და ალბომების საშუალებით, რამაც ბოლო ორი წლის განმავლობაში 200 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მოიტანა.
აღსანიშნავია, რომ მაისის ბოლოს ტეილორ სვიფტმა კერძო საინვესტიციო ფირმა Shamrock Capital-ისგან თავისი პირველი ექვსი ალბომის მასტერჩანაწერები გამოისყიდა, რითაც მთელ კატალოგზე სრული საკუთრება პირველად მოიპოვა. თავის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ წერილში მან ამას „უდიდესი ოცნების ახდენა“ უწოდა.
ცნობილი სახეები ამერიკის უმდიდრესი თვითშემდგარი ქალების 2025 წლის სიაში
ოპრა უინფრი
ქონება: $3.1 მილიარდი | წყარო: სატელევიზიო შოუები | ასაკი: 71 | ქონების ცვლილება 2024 წლიდან: +3%

კიმ კარდაშიანი
ქონება: $1.7 მილიარდი | წყარო: ფორმის მიმცემი ტანსაცმელი, კანის მოვლა | ასაკი: 44 | ცვლილება: თანაბარი

ტეილორ სვიფტი
ქონება: $1.6 მილიარდი | წყარო: მუსიკა | ასაკი: 35 | ცვლილება: +23%

რიანა
ქონება: $1 მილიარდი | წყარო: მუსიკა, კოსმეტიკა | ასაკი: 37 | ცვლილება: -29%

მადონა
ქონება: $850 მილიონი | წყარო: მუსიკა | ასაკი: 66 | ცვლილება: თანაბარი

ბიონსე
ქონება: $780 მილიონი | წყარო: მუსიკა | ასაკი: 43 | ცვლილება: +4%
:max_bytes(150000):strip_icc()/GettyImages-2181093710-cd932de020334ca4a808dd238d0088d1.jpg)
სელენა გომესი
ქონება: $700 მილიონი | წყარო: კოსმეტიკა | ასაკი: 32 | ცვლილება: ახალბედა
კაილი ჯენერი
ქონება: $670 მილიონი | წყარო: კოსმეტიკა | ასაკი: 27 | ცვლილება: -6%
ჯუდი შეინდლინი
ქონება: $580 მილიონი | წყარო: სატელევიზიო შოუები | ასაკი: 82 | ცვლილება: +4%
სელინ დიონი
ქონება: $570 მილიონი | წყარო: მუსიკა | ასაკი: 57 | ცვლილება: +4%
ბარბრა სტრეიზანდი
ქონება: $510 მილიონი | წყარო: მუსიკა | ასაკი: 83 | ცვლილება: +11%
ელენ დეჯენერესი
ქონება: $450 მილიონი | წყარო: სატელევიზიო შოუები | ასაკი: 67 | ცვლილება: თანაბარი
დოლი პარტონი
ქონება: $450 მილიონი | წყარო: მუსიკა, ინვესტიციები | ასაკი: 79 | ცვლილება: თანაბარი
რიზ უიზერსპუნი
ქონება: $440 მილიონი | წყარო: გართობა | ასაკი: 49 | ცვლილება: თანაბარი
კეიტი პერი
ქონება: $360 მილიონი | წყარო: მუსიკა | ასაკი: 40 | ცვლილება: +3%
სერენა უილიამსი
ქონება: $350 მილიონი | წყარო: ჩოგბურთი, ინვესტიციები | ასაკი: 43 | ცვლილება: +3%