UFC-ის საუკეთესო მებრძოლების რეიტინგის სამეულში ორი ქართველია

UFC-ის საუკეთესო მებრძოლების რეიტინგის სამეულში ორი ქართველია

ლეგენდარული ჯონ ჯონსის MMA-დან წასვლის შემდეგ, UFC-ის საუკეთესო მებრძოლების ჩამონათვალი და პოზიციები განახლდა. შედეგად, P4P რეიტინგში ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია დაწინაურდა.

ილიამ, რომელიც ჯონ ჯონსის წასვლამდე სიაში მეოთხე პოზიციას იკავებდა, მესამე ადგილზე გადაინაცვლა. რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს, რომელიც შონ ო’მალის მეორედ დამარცხების შემდეგ რეიტინგში მეორე პოზიციაზე გადავიდა, მან ადგილი შეინარჩუნა. P4P რეიტინგში პირველ ადგილზე ისლამ მახაჩევია.

ცნობისთვის, ჯონ ჯონსის მიერ კარიერის დასრულების შემდეგ ტოპ-15-ში ხამზატ ჩიმაევი შევიდა, მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონი კი ტომ ასპინალი გახდა.

შეგახსენებთ, 29 ივნისს, ილია თოფურია UFC317-ის ღონისძიებაზე P4P რეიტინგში მე-13 ადგილზე მყოფ ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება.