უსაფრთხოების მთავარი პრობლემა, რომლის მოგვარებაც პრეზიდენტ ტრამპს წელს მოუწევს, უკრაინის ომი იქნება.
მუდმივი დანაკარგებისა და გაწვევისგან თავის არიდების მზარდი შემთხვევების გამო, კიევს ადამიანური რესურსების პრობლემები აქვს. სულისკვეთების შენარჩუნება რთულია იმ იმედგაცრუებული აჟიოტაჟის ფონზე, რასაც ზოგი დრონების სასანგრო ომს უწოდებს. ამას ემატება კორუფციული სკანდალები. უკრაინის საბრძოლო მოქმედებები. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი დრონების ლეტალურ ტექნოლოგიას აუმჯობესებს და მზადაა, ხშირად ცუდად გაწვრთნილი ჯარისკაცები, როგორც წესი, მცირე სახმელეთო მიღწევებისთვის, სასიკვდილო თავდასხმებში გაუშვას, კიევის შეიარაღების იმპროვიზაცია და ინოვაცია საოცარია.
მაგრამ უკრაინას გაცილებით მეტი სახმელეთო და საჰაერო შეიარაღება და საკმარისი რაოდენობის საბრძოლო მასალა სჭირდება. მიუხედავად პერიოდული გამამხნევებელი სიტყვებისა, აშშ მაინც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ არ სურს, კიევმა ყველაფერი გააკეთოს რუსეთში ძირითადი სამიზნეების გასანადგურებლად.
უკრაინას კვლავ შეუძლია რუსების უკუგდება და ამით ვლადიმირ პუტინის გამარჯვების ოცნების ჩაშლა. მაგრამ მას ამისთვის უხვად სჭირდება ინსტრუმენტები.
არ შეცდეთ, პუტინის ოცნება ახალი რუსული იმპერიის შესახებ კვლავ ძალაშია. სწორედ ამიტომ ახორციელებს ის ზეწოლას – კიბერშეტევებს, სახიფათო სამხედრო მანევრებს, საჰაერო სივრცის დარღვევებს – ბალტიისპირეთის სახელმწიფოებზე – ლიეტუვაზე, ლატვიასა და ესტონეთზე, რომლებიც სტალინმა 1940 წელს მიითვისა, და რომლებმაც 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კვლავ დამოუკიდებლობა მოიპოვეს. პუტინი ასევე არ მალავს იმედს, რომ პოლონეთს, და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს კვლავ კრემლის სატელიტებად აქცევს. ეს ერები რუსეთის პროვოკაციების მსხვერპლნი არიან.
პრეზიდენტ ტრამპს არ შეუძლია აქ არსებული ფუნდამენტური საფრთხის უგულებელყოფა. ის უპირობოდ უნდა დაეხმაროს უკრაინას. ამ ქვეყნის ბედს დიდი გავლენა ექნება ევროპის უსაფრთხოებაზე, იმაზე, თუ როგორ ახორციელებს ჩინეთი საკუთარ იმპერიულ ამბიციებს, და — ისტორიაში პრეზიდენტის ადგილზე.
















