უკრაინის 5 მილიონზე მეტმა მოქალაქემ სამსახური დაკარგა

უკრაინის 5 მილიონზე მეტმა მოქალაქემ სამსახური დაკარგა

რუსეთის ფედერაციის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის გამო, უკრაინის 5 მილიონზე მეტმა მოქალაქემ სამსახური დაკარგა.

ეკონომიკის სამინისტროს წინასწარი შეფასებით, უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობის რაოდენობა მკვეთრად იზრდება, რაც რუსეთის სამხედრო აგრესიის გაგრძელებითაა გამოწვეული.

“ომი უკრაინის სამუშაო ბაზარს ანადგურებს. იმ რეგიონებში, სადაც 10 მილიონამდე ადამიანი იყო დასაქმებული, ახლა სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს. 5 მილიონზე მეტმა მოქალაქემ უკვე დაკარგა სამსახური. ათასობით ადამიანის სიცოცხლე უკვე ემსხვერპლა ამ ომს, 7 მილიონამდე მოქალაქეს კი ქვეყნიდან წასვლა მოუწია. უმუშევრობის დონე მნიშვნელოვნად იზრდება”, – აცხადებს უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ტატიანა ბერუჟნა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის მთავრობა აქტიურად ცდილობს ეკონომიკური ზიანი შემცირებას და მოქალაქეებისთვის დახმარების უზრუნველყოფას. ბიზნესების მხარდაჭერის მიზნით, არაერთი სახელმწიფო პროგრამა მიმდინარეობს, რომელთაც დასავლელი დონორები აფინანსებენ, ეს მოიცავს როგორც პირდაპირ გრანტებსა და სუბსიდიებს, აგრეთვე საგადასახადო შეღავათებსა და გამარტივებულ სესხებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *