უკრაინის ინფრასტრუქტურულმა ზარალმა $175 მილიარდს გადააჭარბა - ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორები

უკრაინის ინფრასტრუქტურულმა ზარალმა $175 მილიარდს გადააჭარბა - ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორები

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან სამ წელზე მეტი ხნის შემდეგ, მსოფლიო ბანკის უახლესი შეფასებით, ომის შედეგად ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზარალი $175 მილიარდს აღემატება. ეს ზარალი წინა წლის შეფასებასთან შედარებით $23 მილიარდით მეტია. ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიო ბანკის ანგარიშში, რომელიც 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე არსებულ მონაცემებს მოიცავს. დოკუმენტი უკრაინის მეოთხე ეტაპის სწრაფი ზარალისა და საჭიროებების შეფასებაზეა (RDNA4) დაფუძნებული.

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, მხოლოდ საცხოვრებელი შენობებისთვის მიყენებული მთლიანი პირდაპირი ზარალი 33%-ს შეადგენს, ხოლო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის – მათ შორის გზებისა და რკინიგზის – 21%-ს. ოთხ ყველაზე მეტად დაზარალებულ სექტორს შორის ასევე შედის ენერგეტიკული სისტემები (12%) და კომერციული და სამრეწველო ობიექტები (10%).

გარდა ამისა, ანგარიშში ცალკე კატეგორიად გამოყოფილია “სხვა სექტორები”, რომელთა მთლიანი ზარალი 10.3 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ეს მაჩვენებლები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად მასშტაბურია ომის შედეგები ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე. მისი აღდგენა კი უკრაინისთვის გრძელვადიან გამოწვევად რჩება და საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე ამ პრობლემის გადაჭრა თითქმის შეუძლებელი იქნება.

უკრაინის ინფრასტრუქტურული ზარალის განაწილება სექტორების მიხედვით (2022 წლის 24 თებერვალი – 2024 წლის 31 დეკემბერი): 

სექტორიზარალი (მლრდ $)
1საცხოვრებელი შენობები57.6
2ტრანსპორტი36.7
3ენერგეტიკა20.5
4ვაჭრობა და მრეწველობა17.5
5განათლება და მეცნიერება13.4
6სოფლის მეურნეობა11.2
7წყალმომარაგება და სანიტარია4.6
8კულტურა და ტურიზმი4.1
9სხვა სექტორები10.3