უკრაინის პენცენტრმა ქართველი ხალხის მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნა

უკრაინის პენცენტრმა ქართველი ხალხის მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნა

უკრაინის პენცენტრი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. ორგანიზაციამ ქართველ ხალხსა და კოლეგებს ევროპული მომავლისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში სოლიდარობა გამოუცხადა და ქვეყანაში არსებული პრორუსული დიქტატურა დაგმო:

„ჩვენ, უკრაინელი მწერლები, მთარგმნელები, ჟურნალისტები, ადამიანის უფლებათა დამცველები, მეცნიერები, გამომცემლები, მსახიობები სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ კოლეგებსა და სრულიად ქართულ საზოგადოებას თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში.

აღფრთოვანებულნი ვართ, ქართველი ხალხის სიმამაცით, რომლებიც აპროტესტებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი და პრორუსული დიქტატურის წინააღმდეგ გამოდიან. ამავდროულად, ჩვენ ტკივილითა და შეშფოთებით ვეცნობით სიახლეებს ჩვენი კოლეგების შესახებ, რომლებიც შევიწროებულნი ან დაპატიმრებულნი არიან.

ისტორიული მოვლენების შედარება შეუძლებელია, თითოეული მათგანი უნიკალურია. თუმცა, ჩვენთვის, ამ დღეებში, მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ ჩვენ გავიარეთ უკრაინული რევოლუციები და ვიბრძვით ჩვენი მომავლისთვის რუსეთის გენოციდური ომის წინააღმდეგ.

ჩვენ გვესმის თქვენი, მხარს ვუჭერთ თქვენს ბრძოლას და გვჯერა, რომ საქართველო გათავისუფლდება რუსული ურჩხულისგან, რომელსაც მოაქვს სიკვდილი და ტირანია მსოფლიოს ყველა კონტინენტზე.

ჩვენ დიდად ვაფასებთ, რომ ჩვენი ქართველი ძმები და დები უკრაინელი სამხედროების გვერდით იბრძვიან ჩვენი თავისუფლებისთვის და ვიცით, რომ დღეს ჩვენი ხალხი ერთობლივად იცავს ევროპულ ღირებულებებს და იბრძვის თავიანთი უფლებებისთვის, მათი ქვეყნების ევროპულ და დემოკრატიულ გზაზე.

შეგახსენებთ, 2024 წლის 26 ოქტომბერს პარტია „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც ადრე პრორუსული კანონპროექტებითა და რიტორიკით იყო ცნობილი, საპარლამენტო არჩევნებში „გაიმარჯვა“. საარჩევნო პროცესზე დაკვირვების დროს ეუთო/ოდიარის საერთაშორისო მისიამ არაერთი დარღვევა დააფიქსირა. საქართველოს არჩევნების შედეგები არ აღიარა ევროპარლამენტმაც და ხელახალი კენჭისყრა მოითხოვა.

არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან ორი დღის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ განაცხადა. გადაწყვეტილებამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, რაც დედაქალაქსა და ქვეყნის უდიდეს ქალაქებში დემონსტრაციებში გადაიზარდა.

უშიშროების სამსახურმა ძალადობით უპასუხა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას, გამოყენებულ იქნა ფიზიკური ძალა, ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და გაზის კაფსულები.

ბოლო ცნობებით, დაკავებულია 320 მოქალაქე, ასევე სასტიკადაა ნაცემი. მათ შორის არიან პოეტები ზვიად რატიანი და თორნიკე ჭელიძე, და მთარგმნელი დათო ხარაიშვილი.

2 დეკემბერს ზვიად რატიანს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ერთი დღით ადრე ექიმებმა პოეტის მეხუთე მალის, ცხვირის ძვლისა და ძგიდის მოტეხილობის დიაგნოზი დაუსვეს, ასევე აღენიშნება სხვადასხვა სიმძიმის სისხლჩაქცევები თავსა და სხეულზე. სასტიკი ცემის შემდეგ 7-დღიანი პატიმრობა მიესაჯა თორნიკე ჭელიძესაც. დათო ხარაიშვილი ტვინის შერყევით, მრავლობითი სისხლჩაქცევებით, თვალისა და ცხვირის ძვლების მოტეხილობებით საავადმყოფოშია მოთავსებული.

უშიშროების ძალები ასევე ხელს უშლიან ქართული მედიის მუშაობას, სცემენ და აპატიმრებენ ჟურნალისტებს. Mapping Media Freedom-ის ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, საპროტესტო აქციების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის 59 შემთხვევა დაფიქსირდა.

დაშავებულთა და დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.

ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს თავისუფლებისთვის გაბედულ ბრძოლაში და მოვუწოდებთ სხვა ქვეყნების მთავრობებს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს და ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, დაგმონ რუსული აგრესია საქართველოში და მოითხოვონ: საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების შესაბამისად, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება, დაკავებულების გათავისუფლება, ქართველი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემა.

ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ვდგავართ თქვენ გვერდით და გვჯერა ჩვენი საერთო გამარჯვების. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!“

სიას ხელს აწერენ: 
  • ოლესია იარემჩუკი – დამოუკიდებელი ჟურნალისტი და ავტორი
  • ვადიმ კარპიაკი – ჟურნალისტი
  • ანდრეი ლიუბკა – მწერალი, ცენტრალური ევროპის სტრატეგიის ინსტიტუტის დირექტორი
  • ოლენა რიბკა – გამომცემლობა Vivat-ის მთავარი რედაქტორი
  • დიანა კლოჩკო – ლექტორი
  • პავლო კორობჩუკი – მწერალი
  • საშა დოვჟიკი – INDEX-ის დირექტორი, Institute for Documentation and Exchange
  • ოსტაპ სლივინსკი – მწერალი, მთარგმნელი, უკრაინული PEN-ის ვიცე-პრეზიდენტი
  • სვეტლანა პოვალიაევა – მწერალი
  • ოლენა სტიაზკინა – მწერალი, ისტორიკოსი, უკრაინული PEN-ის წევრი
  • ვიტალი ჩერნეცკი – ლიტერატურის მკვლევარი, მთარგმნელი, პროფესორი
  • სერჰიი პლოხიი – ჰარვარდის უნივერსიტეტი
  • ოქსანა მამჩენკოვა – პროექტის კოორდინატორი n-ost-ში
  • ოლექსიი სინჩენკო – ლიტერატურის მკვლევარი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერი
  • სტეპან პროციუკი – მწერალი
  • ანდრეი კურკოვი – მწერალი
  • ტეტიანა ტერენი – ჟურნალისტი, აღმასრულებელი დირექტორი
  • ირინა სტაროვოიტი – კულტურის კვლევების დეპარტამენტის (UCU) ასოცირებული პროფესორი
  • ოქსანა კუცენკო – მწერალი
  • ანდრეი ლესივი – დოქტორი, ავტორი, ილუსტრატორი, შემოქმედებითი სახელოსნო Agrafka
  • ზოია კაზანჟი – ჟურნალისტი, მწერალი
  • რომანა რომანიშინი – ავტორი, ილუსტრატორი, შემოქმედებითი სახელოსნო Agrafka
  • ვიტალი პორტნიკოვი – პუბლიცისტი
  • კატერინა ბოტანოვა – მკვლევარი, კურატორი
  • ოლეს ილჩენკო – მწერალი
  • მარინა პონომარენკო – პოეტი
  • ია კივა – პოეტი, მთარგმნელი, უკრაინული PEN-ის წევრი
  • იულია მუსაკოვსკა – პოეტი, მწერალი, მთარგმნელი, უკრაინული PEN-ის წევრი
  • იარინა გრუშა – მწერალი, მთარგმნელი
  • იაროსლავ ჰრიცაკი – უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი
  • ნატალია ბელჩენკო – პოეტი, მთარგმნელი
  • ევგენი ზახაროვი – საერთაშორისო PEN-კლუბის უკრაინული ცენტრის წევრი, ხარკოვის ადამიანის უფლებათა ჯგუფის დირექტორი
  • ბორის ხერსონსკი – კიევის თანამედროვე ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის (KISPP) რექტორი
  • ანა ვოვჩენკო – მთარგმნელი, პროექტის მენეჯერი
  • ოლგა მუხა – UAC-Lvov-ის პროგრამის დირექტორი, უკრაინული PEN-ის წევრი
  • სტანისლავ ასეევი – იუსტიციის ინიციატივის ფონდის თავმჯდომარე, მწერალი
  • ჰალინა ვდოვიჩენკო – მწერალი
  • კონსტანტინე სიგოვი – გამომცემლობა Spirit and Letter-ის დირექტორი
  • კატერინა ბაბკინა – მწერალი
  • ანასტასია ლევკოვა – მწერალი
  • ნატალკა სნიადანკო – მწერალი
  • ტანია მალაჩუკი – მწერალი
  • იგორ ისიჩენკო – მთავარეპისკოპოსი, ვ.ნ. კარაზინი ხარკოვის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი
  • მიროსლავ მარინოვიჩი – უკრაინის PEN-ის საპატიო პრეზიდენტი
  • ოლგა რუსინა – მწერალი, მენეჯერი კულტურის სფეროში, ჟურნალისტი
  • ილარიონ პავლიუკი – მწერალი
  • ლუდმილა ტარანი – მწერალი
  • ივან სენინი – პოეტი
  • ჰალინა კრუკი – მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, ლვოვის ივან ფრანკოს ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
  • ვასილ მახნო – მწერალი
  • ალა ტატარენკო – მთარგმნელი
  • პეტრო იაცენკო – მწერალი, სამხედრო ოფიცერი
  • კატერინა მიხალიცინა – მწერალი, მთარგმნელი, მენეჯერი კულტურის სფეროში
  • ეკატერინა ეგორუშკინა – მწერალი
  • პეტრო რიხლო – იური ფედკოვიჩ ჩერნივცის ეროვნული უნივერსიტეტის უცხოური ლიტერატურისა და ლიტერატურის თეორიის კათედრის პროფესორი
  • ანატოლი დნისტროვი – მწერალი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერი
  • ირინა შუვალოვა – პოეტი, მთარგმნელი, მკვლევარი
  • კატერინა ზარემბო – მკვლევარი, მწერალი
  • ბოგდანა მატიაში – მწერალი, მთარგმნელი
  • მაქსიმ სიტნიკოვი – PEN-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე
  • ლესიკ პანასიუკი – პოეტი, მთარგმნელი, მხატვარი და დიზაინერი
  • როქსოლანა სვიატო – მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე, უკრაინული PEN-ის წევრი, საინიციატივო ჯგუფის წევრი Translators in Action
  • ანა იანოვსკაია – მთარგმნელი
  • ოლექსიი პანიჩი – არასამთავრობო ორგანიზაცია “სული და წერილი” წამყვანი მკვლევარი
  • ანდრეი ხაეცკი – პოეტი
  • ასკოლდ მელნიჩუკი – მასაჩუსეტსის ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორი
  • ჰასკა შიანი – მწერალი
  • ვიქტორ მოროზოვი – მთარგმნელი, უკრაინული PEN-ის წევრი
  • ნინა კურიატა – ჟურნალისტი, მწერალი
  • ოლგა ლუჩუკი – ივან ფრანკოს ლვოვის ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
  • ოქსანა ლუციშინა – მწერალი
  • მიტროპოლიტი ბორის გუძიაკი – უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტი
  • ივანე ანდრუსიაკი – პოეტი, საბავშვო მწერალი, რედაქტორი, PEN უკრაინის წევრი
  • ანდრეი ბონდარი – ავტორი
  • ვიაჩესლავ ლევიცკი – უკრაინული PEN-ის წევრი
  • სოფია ჩელიაკი – ჟურნალისტი, მენეჯერი კულტურის სფეროში
  • ანა გრუვერი – მწერალი, პოეტი, მთარგმნელი
  • მიკოლა რიაბჩუკი – უკრაინის PEN-ის საპატიო პრეზიდენტი