უკრაინის უმსხვილესი დონორები - აშშ კვლავ ლიდერია

უკრაინის უმსხვილესი დონორები - აშშ კვლავ ლიდერია

რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის ყველაზე მსხვილ დონორად კვლავაც ამერიკის შეერთებული შტატები რჩება. კილის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის (IfW Kiel) უკრაინის მხარდაჭერის ტრეკერის მონაცემებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2025 წლის 30 ივნისამდე აშშ-მა უკრაინას დაახლოებით 115 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო და ფინანსური დახმარება გაუწია.

ამავე ანგარიშის მიხედვით, აშშ-ის შემდეგ ყველაზე დიდი კონტრიბუტორები არიან ევროკავშირის ინსტიტუტები (ევროკომისია, ევროსაბჭო), შემდეგ კი მოდის გერმანია და გაერთიანებული სამეფო, შესაბამისად, 21.3 მილიარდი და 18.1 მილიარდი ევროთი.

ცნობისთვის, ეს დახმარება მოიცავს როგორც ფინანსურ სახსრებს (სესხები, გრანტები), ისე ჰუმანიტარულ მხარდაჭერას (საკვები, მედიკამენტები), ასევე იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდებას.

აღსანიშნავია, რომ სამხედრო დახმარების ჭრილში, ლიდერი კვლავ შეერთებული შტატებია, ხოლო გერმანია, 16.5 მილიარდი ევროთი, მეორე ადგილზეა.

2025 წლის მარტის დასაწყისში, აშშ-მა უკრაინას სამხედრო დახმარება დროებით შეუჩერა, თუმცა 11 მარტს კვლავ განუახლა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ უკრაინამ ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად ღიაობა გამოხატა.

ტრეკერი 31 დასავლური ქვეყნის მიერ უკრაინისთვის გაწეული, საჯაროდ ცნობილი დახმარების მონაცემებს აგროვებს და მოიცავს სამხედრო, ფინანსურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას.

უკრაინის ყველაზე დიდი დონორები (2022-2025 წლები):
ქვეყანა / ორგანიზაციაგაწეული დახმარება (მლრდ ევრო)
აშშ114.6
ევროკავშირის ინსტიტუტები63.2
გერმანია21.3
გაერთიანებული სამეფო18.6
იაპონია13.6
კანადა11.9
დანია10.1
ნიდერლანდები9.0
შვედეთი7.6
საფრანგეთი7.6