უნცია ოქროს ღირებულებამ $4,500-ს გადააჭარბა, ვერცხლის და პლატინის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა

უნცია ოქროს ღირებულებამ $4,500-ს გადააჭარბა, ვერცხლის და პლატინის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა

ერთი უნცია ოქროს ღირებულება ისტორიულ მაქსიმუმზეა. ღირებულების რეკორდული მაჩვენებლები დააფიქსირეს ვერცხლმა და პლატინამაც. ფინანსური ანალიტიკოსების შეფასებით, ძვირფასი მეტალების ფასის რეკორდული ზრდა მომავალ წელსაც გაგრძელდება, რისი მიზეზიც მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური და სავაჭრო რისკებია.

იხილეთ ასევე: ქვეყნები, რომლებმაც 2025 წელს ყველაზე მეტი ოქრო შეიძინეს

რამდენიმე საათის წინ ერთი უნცია ოქროს ფასმა $4,525.19 შეადგინა, კორექციის შემდეგ კი $4,481-ზე დასტაბილურდა. მხოლოდ წელს ოქროს ღირებულება 70%-ით გაიზარდა, რაც 1979 წლის შემდეგ ზრდის საუკეთესო მაჩვენებელია. ამ წელს ოქროს ღირებულება 127%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსების პროგნოზით, მომდევნო 6-12 თვის ვადაში ოქროს ღირებულება $5,000-ს გადააჭარბებს.

თუმცა ოქრო ერთადერთი ძვირფასი მეტალი არ გახლავთ, რომლის ღირებულებაც წელს დრამატულად გაიზარდა. მსგავსი ტენდენციაა ვერცხლის, პლატინისა და პალადიუმის შემთხვევაში.

ერთი უნცია ვერცხლის ფასმა რეკორდულ $72.7-ს მიაღწია. წლის დასაწყისიდან დღემდე კი მისი საერთო ზრდა 150%-ია. ფინანსური ანალიტიკოსები მომავალ წელს ვერცხლის ფასის $80-მდე გაზრდას ვარაუდობენ.

თითქმის მსგავსი, 160%-იანი ზრდა ჰქონდა წელს პლატინასაც, რომლის ერთი უნციის ღირებულებაც ამჟამად $2,323.95-ს შეადგენს.

სფეროს ექსპერტების განმარტებით, წელს ოქროსა და ვერცხლზე მოთხოვნის ზრდა მრავალმა ფაქტორმა ერთობლივად განაპირობა. ზემოთ აღნიშნული მიზეზების გარდა, ფასის ზრდაზე გავლენა იქონია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთის შემცირებამ და მსგავსი გადაწყვეტილების განმეორების მოლოდინმა, ცენტრალური ბანკების შესყიდვებმა, დედოლარიზაციის ტენდენციამ და ETF-ების რაოდენობის ზრდამაც.

ვერცხლის ფასის კიდევ უფრო დიდი პროცენტით ზრდის მიზეზი კი აღნიშნული ძვირფასი მეტალის აშშ-ის კრიტიკული მინერალების სიაში შეტანაა.

იხილეთ ასევე: 2025 წელს ყველაზე მეტი ოქრო სინგაპურმა გაყიდა

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.