თებერვლის თვე დუბაიში რომანტიკული და კულტურული ღონისძიებებით დატვირთულია.
ერთ-ერთი გამორჩეული თარიღი ვალენტინობის დღეა, რომლის აღსანიშნავად შეყვარებულ წყვილებს ქალაქი რომანტიკული ადგილების ფართო არჩევანს სთავაზობს:
სანაპიროზე რომანტიკული ვახშმისთვის Pierchic შესანიშნავი ადგილია, საიდანაც სპარსეთის ყურე და სასტუმრო Burj Al Arab ჩანს, ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო იტალიური რესტორნით; CÉ LA VI, რომელიც Address Sky View-ის 54-ე სართულზე მდებარეობს, წყვილებს დახვეწილი მენიუთი და მისი ტერასიდან ბურჯ ხალიფას შთამბეჭდავი ხედებით აღაფრთოვანებს; „გილდია“ The Guild შესანიშნავია სამახსოვრო საღამოსთვის ელეგანტურ ატმოსფეროში, ხოლო Ginger Moon განსაკუთრებულია სპეციალური ორკაციანი მენიუთი და დუბაის მარინას ცათამბჯენებზე განსაცვიფრებელ ხედებით. აღსანიშნავია ასევე ლათინური სამზარეულოს რესტორანი La Niña Dubai რომელიც სტუმრებს სპეციალურ მენიუს სთავაზობს “სიყვარულის ოკეანე”.
გარდა ამისა, მთელი თებერვლის განმავლობაში, Shangri-la Dubai სასტუმროების სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ ცნობილი პარიზელი საკონდიტრო მზარეულის Maxence Barbot-ის დესერტები, მათ შორის კარამელიზებული ფაფუკი საკონდიტრო გულები, ვარდისფერი გრეიპფრუტის ჩიზქეიქი და შეფ მზარეულის საფირმო, ვალენტინობის დღისთვის შექმნილი ვარდის ფორმის დესერტი.
Hot Air Balloon საჰაერო ბურთით გასეირნება ვალენტინობის დღეს დაუვიწყარ ელფერს მატებს. წყვილებს შეუძლიათ ჩიტის სიმაღლიდან დაინახონ უდაბნო თავისი ბინადრებით – ველური ორიქსებითა და გაზელებით. ფრენის შემდეგ სტუმრებს შეუძლიათ შევარდნებით ნადირობით ისიამოვნონ, უდაბნოში ისაუზმონ და დილის რომანტიკული პეიზაჟებით დატკბნენ.
დუბაის შუაგულში მომღერალი შადრევნების შოუზე დასწრება პაემანს დაუვიწყარს გახდის. შადრევნების შოუები 18:00 საათიდან, ყოველ 30 წუთში ერთხელ იმართება. წყლის ფერადი ჭავლები მუსიკის რიტმში ცეკვავენ. მუსიკაში როგორც ტრადიციული არაბული მოტივები, ისე გლობალური ჰიტებია წარმოდგენილი, როგორიცაა მაიკლ ჯექსონის “თრილერი” ან ანდრეა ბოჩელისა და სარა ბრაიტმანის “დროა მშვიდობით”. დამატებითი რომანტიკისთვის, წყვილებს შეუძლიათ ნავით გაისეირნონ ხელოვნურ ტბაზე ან ერთ-ერთ ადგილობრივ რესტორანში ისადილონ.
განათებული ქალაქისგან მოშორებით ქვიშის დიუნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული დასასვენებელი ადგილია The Nest by Sonara-ს გლამურული კემპინგი, რომელიც დუბაის უდაბნოს კონსერვაციის ნაკრძალში მდებარეობს. უდაბნოს ლანდშაფტის სილამაზე, ფუფუნებასთან და კომფორტთან შერწყმული, უნიკალური დიზაინის ძვირადღირებული საცხოვრებლების სტუმრებს დაუვიწყარ მოგონებებს შეუქმნის.
მთის ქალაქ ჰატტაში მოგზაურობა შესანიშნავი არჩევანი იქნება რომანტიკული უქმეების გასატარებლად. ეს თვალწარმტაცი ადგილი შესაფერისია ველოსიპედით ან კაიაკით გასეირნებისთვის, აქტიური სპორტისთვის, ასევე ღია ცის ქვეშ ეთნოგრაფიულ მუზეუმში Hatta Heritage Village რეგიონის კულტურის შესასწავლად.
ვალენტინობის დღის აღსანიშნავად დუბაის საუკეთესო გამაჯანსაღებელი ცენტრები სტუმრებს განტვირთვასა და გაახალგაზრდავებაში ეხმარებიან, სთავაზობენ რა მრავალფეროვან სპა რიტუალს, დამამშვიდებელი მასაჟიდან დაწყებული გამაახალგაზრდავებელ მკურნალობის ჩათვლით: მაგალითად, Anantara Spa 20%-იან ფასდაკლებას ყველა სპა პროცედურაზე, რომელიც ორი ან მეტი საათის განმავლობაში გრძელდება. Armani/Spa-ში, მთელი თებერვლის განმავლობაში, სპეციალური შეთავაზებაა Damask rose-ზე დაფუძნებული სამი სპა სერვისის პაკეტზე: 30 წუთიანი სხეულის სკრაბი, 50 წუთიანი მასაჟი და ჯორჯო არმანის ექსკლუზიური 50 წუთი სახის მოვლა. Address Sky View იწვევს სტუმრებს, ჩაიძირონ სიმშვიდის ატმოსფეროში Valentine Couple Cocoon სერვისით, რომელიც მოიცავს მედიტაციურ სუნთქვის პრაქტიკებს, სხეულის მთლიან სკრაბს და დამამშვიდებელ სტრესის შესამსუბუქებელ მასაჟს.
დღესასწაულთან დაკავშირებით დუბაი ტურისტებს მრავალრიცხოვან საცხოვრებელ ვარიანტს, ფასდაკლებებს და დამატებით მომსახურებას სთავაზობს.
ვალენტინობის თარიღის გარდა, ქალაქის თებერვლის კალენდარი სხვადასხვა გამოფენებით, ღონისძიებებითა და მუსიკალური ფესტივალებითაა დატვირთული.
23 თებერვლიდან 3 მარტამდე, ისტორიული ალ ფაჰიდის რაიონი Sikka Art & Design Festival. ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალზე ნიჭიერი შემოქმედები სხვადასხვა ქვეყნიდან თავიანთი ნამუშევრებს წარმოაჩენენ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება არტ-ინსტალაციები, ფოტო გამოფენები, მხატვრების ცოცხალი წარმოდგენები, ფილმების ჩვენება, მუსიკალური წარმოდგენები და მრავალი სხვა.
23-დან 25 თებერვლამდე დუბაიში გასტრონომიული ფესტივალი Taste of Dubai ბრუნდება. ფესტივალი პროგრამა დატვირთული იქნება რეგიონის საუკეთესო შეფ-მზარეულებითა და რესტორნებით, დეგუსტაციებით, კულინარიის ინტერაქციული მასტერკლასებით, ცოცხალი მუსიკით, ოჯახური გასართობებით და სხვა მრავალი.
28 თებერვლიდან 3 მარტამდე Dubai Harbour იახტინგის მოყვარულთა მიზიდულობის ცენტრად გადაიქცევა. ნავების საერთაშორისო პრესტიჟულ შოუზე Dubai International Boat Show იახტების ინდუსტრიის ინოვაციები, უახლესი ტექნოლოგიები და მსოფლიოს ყველაზე მდიდრული იახტები იქნება წარმოდგენილი.
თებერვალი დუბაიში სპორტული ღონისძიებებითაც დატვირთულია.
16 და 23 თებერვალს, დუბაის სარბოლო კარნავალის ფარგლებში, მეიდანის იპოდრომზე მომაჯადოებელი დოღი მოეწყობა. 18 თებერვლიდან 2 მარტამდე დუბაი ჩოგბურთის სეზონს Dubai Duty Free Tennis Championships-ის ტურნირით დაიწყებს. ჩემპიონატში, შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმის პატრონაჟით, მონაწილეობას მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელები მიიღებენ.
ველოსიპედის მოყვარულებს დუბაი Spinneys Dubai 92 Cycle Challenge-ში იწვევს, რომელიც Expo City Dubai-ის ტერიტორიაზე 25 თებერვალს გაიმართება. ეს ყოველწლიური ღონისძიება მთელი მსოფლიოდან ათასობით მონაწილეს იზიდავს. 92 კმ დისტანცია მოზრდილთა და 16 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებისთვისაა გათვლილი. უფრო მოკლე მანძილი 35 კმ გათვლილია 13 წელზე უფროსი ასაკის მონაწილეებისთვის, ხოლო 2-დან 12 წლამდე ბავშვებსშესაძლებლობა აქვთ გაიარონ დისტანციები 1-დან 9 კმ-მდე.
თებერვლის არანაკლებ დასამახსოვრებელი მოვლენებია დუბაის მუსიკალური ფესტივალები. ამჟამად დუბაი კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს InClassica მასპინძლობს. პროგრამა A-list-ის შემსრულებლების პერფორმანსებს მოიცავს, როგორებიცაა ფრანგულ-ბელგიელი ვიოლონჩელისტი კამილ თომასი, თურქი პიანისტი ფაზილ საი და ბელგიელი მევიოლინე მარკ ბუჩკოვი, რომლებიც პირდაპირ ეთერში გამოვლენ სცენაზე, დუბაის ოპერაში ბეთჰოვენის, მოცარტის, ჩაიკოვსკის და სხვათა უვერტიურებისა და სიმფონიების შესრულებით.
2024 წლის 15-დან 18 თებერვლამდე Expo City Dubai მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ელექტრონული მუსიკის ფესტივალს UNTOLD უმასპინძლებს. ღონისძიების ჰედლაინერებს შორის არიან არმინ ვან ბიურენი, სებასტიან ინგროსო, ჰარდველი, ტიესტო, ტიმი ტრამპეტი, ელი გოლდინგი, G-Eazy, Major Lazer, Bebe Rexha და სხვა.