ვანგ ი: ჩინეთი და რუსეთი „ნამდვილი დემოკრატიის“ წახალისებას გეგმავენ

ვანგ ი: ჩინეთი და რუსეთი „ნამდვილი დემოკრატიის“ წახალისებას გეგმავენ

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვანგ ის განცხადებით, პეკინი და მოსკოვი „ნამდვილი დემოკრატიის“ წახალისებაზე ერთად იმუშავებენ, რაც კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო კავშირებს.

„ჩინეთს აქვს სურვილი, რუსეთის ფედერაციასთან და გლობალურ თანამეგობრობასთან ერთად, წაახალისოს ნამდვილი დემოკრატია, რომელიც ქვეყნების ეროვნულ ინტერესებზეა დაფუძნებული“, – განაცხადა ვანგ იმ ვიდეოკონფერენციაზე, რომელსაც რუსი კოლეგა, სერგეი ლავროვიც ესწრებოდა.

ვანგ იმ აგრეთვე აღნიშნა, რომ სხვა ერებზე გავლენის მოხდენა და ადამიანის უფლებებისა თუ დემოკრატიის დეფინიციის „მონოპოლიზება“ მარცხისთვის განწირული ტაქტიკაა. საგარეო საქმეთა მინისტრს კონკრეტული სახელმწიფო არ დაუსახელებია, თუმცა, ექსპერტების შეფასებით, აღნიშნული განცხადება პირდაპირ იყო მიმართული ამერიკის შეერთებული შტატებისკენ.

„ჩინეთმა და რუსეთმა უნდა განაგრძონ სხვა მშვიდობისმოყვარე ქვეყნებთან ერთად თანამშრომლობა და დაიცვან საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული გლობალური წესრიგი“, – დასძინა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *