Warner Bros. Discovery-ის აქციები 26%-ით გაძვირდა - Paramount Skydance-ი შესყიდვის შეთავაზებას ამზადებს

Warner Bros. Discovery-ის აქციები 26%-ით გაძვირდა - Paramount Skydance-ი შესყიდვის შეთავაზებას ამზადებს

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, Paramount Skydance-ი Warner Bros. Discovery-ის შესყიდვის წინადადებას ამზადებს. აღნიშნული სიახლე Skydance Media-სა და Paramount-ს შორის მრავალმილიარდიანი შერწყმის დასრულებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გავრცელდა.

ამერიკული გამოცემა საკითხთან დაკავშირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ Paramount Skydance-ის შეთავაზებაში Warner Bros. Discovery-ის საკაბელო ქსელები და კინოსტუდია იქნება გათვალისწინებული. შეგახსენებთ, Paramount Skydance-ს Oracle-ის დამფუძნებლისა და თავმჯდომარის, ლარი ელისონის ვაჟი, დევიდ ელისონი მართავს.

სიახლის გავრცელებიდან მალევე, Warner Bros. Discovery-ის აქციების ფასი 26%-ზე მეტით გაიზარდა და 15.89 აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2005 წლის ივლისში Warner Bros.-ის აქციებით ვაჭრობის დაწყების შემდეგ, კომპანიის მიერ დაფიქსირებული ყველაზე დიდი ერთდღიანი ზრდაა.

ამავდროულად, Paramount Skydance-ის აქციების ფასი 8.5%-ზე მეტით გაიზარდა და 16.42 აშშ დოლარს მიაღწია.