Waze-ის თანადამფუძნებელი INMerge Innovation Summit-ს დაესწრება

Waze-ის თანადამფუძნებელი INMerge Innovation Summit-ს დაესწრება

კომპანია Waze-ის თანადამფუძნებელი, ური ლევინი PASHA Holding-ის მიერ ორგანიზებულ INMerge Innovation Summit-ში მიიღებს მონაწილეობას. ური ლევინი დამსწრეებს გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას, თუ როგორ გარდაქმნა გლობალური ნავიგაცია და შექმნა მილიარდდოლარიანი კომპანია.

გარდა ამისა, ღონისძიებაზე სიტყვით წარდგებიან შემდეგი სპიკერები: Youtube-ის თანადამფუძნებელი, სტივ ჩენი, Genai Works-ის დამფუძნებელი, სტივ ნური, Nvidia-ს ბიზნესგანვითარების ხელმძღვანელი, ანტონ ჯორაიევი, Nestle-ს ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელი, გაელ ბოუ აბდო, Vodafone-ის რეგიონული დირექტორი, იოჰანეს ჰიუმსი, Amazon-ის ვიცეპრეზიდენტი, ვერნერ ვოგელსი, Avito-ს მარკეტინგის ყოფილი მთავარი ხელმძღვანელი, მაქსიმ კანი და ჰარვარდის ბიზნესის სკოლის პროფესორი, ლინდა ჰილი.

ცნობისთვის, INMerge Innovation Summit-ი ბაქოში, 10-11 ოქტომბერს, Baku Congress Center-ში გაიმართება. მეტი ინფორმაციისა და ბილეთების შესაძენად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: www.inmerge.az.