X-ის თქმით, Grok-ს რეალური ადამიანების სექსუალიზებული სურათების გენერირება შეეზღუდა

X-ის თქმით, Grok-ს რეალური ადამიანების სექსუალიზებული სურათების გენერირება შეეზღუდა

ილონ მასკის კომპანია X-მა განაცხადა, რომ ზღუდავს მისი ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტის, Grok-ის ფუნქციას, შექმნას ან დაარედაქტიროს რეალური ადამიანების გამოსახულებები გამომწვევ ტანსაცმელში. აღნიშნული გადაწყვეტილება გასულ კვირას კომპანიის მიმართ კრიტიკას მოჰყვა, რაც, თავის მხრივ, Grok-ის მიერ არასრულწლოვანთა სექსუალიზებული გამოსახულებების გენერირებამ გამოიწვია.

X-ის უსაფრთხოების ოფიციალურ ანგარიშზე გამოქვეყნებულ პოსტში პლატფორმამ განაცხადა, რომ მან „მიიღო ტექნოლოგიური ზომები, რათა Grok-ს არ მისცეს საშუალება, რეალური ადამიანების გამომწვევი ტანსაცმლით, მაგალითად ბიკინით, სურათების რედაქტირება დაუშვას“.

კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული შეზღუდვა გავრცელდება Grok-ის ყველა მომხმარებელზე, მათ შორის ფასიან აბონენტებზეც. ამასთან, X-მა განაცხადა, რომ სურათების შექმნისა და რედაქტირების ფუნქციები, Grok-ის ანგარიშის მეშვეობით, მხოლოდ ფასიანი მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ გეოგრაფიული შეზღუდვები დაწესდება იმ იურისდიქციებში, სადაც რეალური ადამიანების მსგავს ტანსაცმელში გამოსახულებების გენერირება კანონით აკრძალულია. ამ ქვეყნებისა და რეგიონების ჩამონათვალი განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის.