დღევანდელ სამყაროში დღის წესრიგს ტექნოლოგიური ინოვაციები და სამეცნიერო მიღწევები განსაზღვრავენ. ისინი ცვლიან ჩვენს ყოველდღიურობას და შესაძლებლობას გვაძლევენ, შევამციროთ მავნე ჩვევების შედეგად არა მხოლოდ ჩვენი საკუთარი ჯანმრთელობისთვის, არამედ გარემოსთვის მიყენებული ზიანი. ეს კი ზიანის შემცირების სტრატეგიის ფუნდამენტურ იდეას წარმოადგენს.
ზიანის შემცირების შესაძლებლობები
დღეს გარემოს დაბინძურება მნიშვნელოვანი გამოწვევაა და ის ადამიანის ქმედებებით არის განპირობებული.
ელექტროენერგია ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, თუმცა, მაშინ როდესაც ერთი დღეც კი არ წარმოგვიდგენია მის გარეშე, ჩვენ გვავიწყდება თუ რა ზეგავლენას ახდენს ელექტროენერგიის წარმოება გარემოზე.
გარემოსთვის მიყენებული ზიანის მიუხედავად, ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურები მსოფლიოში კვლავ აქტიურად გამოიყენება. მაგალითად, ჩინეთში მათი რაოდენობა 1110-ს უტოლდება. მათი მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანის შემცირების საუკეთესო საშუალებად კი განახლებადი ენერგიის წყაროების მოხმარებაზე გადასვლა სახელდება. მზის, ქარის და წყლის ენერგია შესაძლებლობას გვაძლევს, კვლავ გავაგრძელოთ ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ატრიბუტის – ელექტროენერგიის წარმოება და შევამციროთ გარემოზე მიყენებული ზიანი.
თუმცა, როდესაც გარემოს დაბინძურებაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია დაგვავიწყდეს მანქანის გამონაბოლქვი, რომელიც შეიცავს ნახშირორჟანგს, კარცეროგენებს, აზოტისა და გოგირდის ოქსიდებს; ასევე მყარ ნივთიერებებს – ლითონსა და ჭვარტლს. მათი გარემოში გამოყოფა კი უარყოფით ზეგავლენას ახდენს როგორც ადამიანის ჯანმრთელობაზე, ასევე გარემოზე.
მანქანის მოხმარებასთან დაკავშირებული ზიანის შემცირების მიზნით კი შეიქმნა ელექტრონული მანქანები, რომლებიც არ გამოყოფენ გამონაბოლქვს. ეს ტექნოლოგიური ინოვაცია წარმოადგენს შესაძლებლობას, არ ვთქვათ უარი ჩვენს ჩვევებს და კომფორტზე, თუმცა შევამციროთ ჩვენი მიერ გარემოსთვის, ჩვენი და ჩვენი გარშემომყოფების ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის.
ელექტრო მანქანების გარდა, ჰაერის დაბინძურების პრევენციის ერთ-ერთ საშუალებას ალტერნატიული ტრანსპორტის – ველოსიპედის გამოყენებაც წარმოადგენს. თუმცა, ველოსიპედით ქალაქის გადატვირთულ ქუჩებში მგზავრობა ბევრ რისკთან არის დაკავშირებული. მიუხედავად რისკებისა, ქალაქში ყოველწლიურად იზრდება ველოსიპედისტთა რაოდენობა.
აღსანიშნავია, რომ ველოსიპედისტები ავტოსაგზაო შემთხვევებისა და ველოსიპედის ტარებასთან დაკავშირებული საფრთხის მინიმიზაციას ჩაფხუტისა და სპეციალური აღჭურვილობის ტარების მეშვეობით ახდენენ. ჩაფხუტისა და აღჭურვილობის მეშვეობით მართალია, შეუძლებელია რისკების სრულად პრევენცია, თუმცა ის ხელს უწყობს ტრავმების, მოტეხილობებისა და ტვინის შერყევის შემთხვევების რაოდენობის შემცირებას.
ზიანის შემცირების სტრატეგია ფართოდ გამოიყენება თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული რისკების მინიმიზაციის პროცესშიც. უდავოა, რომ საუკეთესო არჩევანს მოწევისთვის თავის დანებება წარმოადგენს, თუმცა, მწეველთა დიდი ნაწილი არ ანებებს თავს თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარებას. ასეთი ადამიანების რაოდენობა კი მსოფლიოში რამდენიმე ათეულ მილიონს უტოლდება.
მათი და მათ გარშემომყოფთა ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის შემცირების მიზნით კი ტექნოლოგიური და მეცნიერული ინოვაციების გამოყენებით შეიქმნა თამბაქოს უკვამლო ალტერნატივები – ელექტრონული სიგარეტები და თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობები, რომლებიც უგულებელყოფენ წვის პროცესს და სპეციალურად შექმნილ სითხესა და/ან სპეციალურად შექმნილ თამბაქოს ღერს გარკვეულ ტემპერატურამდე ახურებენ. შედეგად, ზემოაღნიშნული უკვამლო პროდუქტები არ წარმოქმნიან კვამლს – მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების გამომწვევ მთავარ მიზეზს.
თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოწყობილობა სრულიად უსაფრთხოა. თამბაქოს უკვამლო ალტერნატივები შეიცავენ ნიკოტინს, დამოკიდებულების გამომწვევ ნივთიერებას. აღნიშნული საფრთხეების გათვალისწინებით, აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისა და Public Health England-ის განცხადებით, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მოხმარებაზე გადასვლა ტრადიციული მოწევის გაგრძელებასთან შედარებით უკეთეს არჩევანს წარმოადგენს იმ ზრდასრული მწეველებისთვის, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ მოწევას ან ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარებას.
რატომ არის ზიანის შემცირების სტრატეგია მნიშვნელოვანი?
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კარგად ვიცით ჩვენი ქმედებების უარყოფითი შედეგები, ადამიანები მაინც ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც ზიანის შემცველია როგორც ჩვენთვის, ჩვენს გარშემომყოფთათვის და გარემოსთვის.
ზიანის შემცირების სტრატეგია ითვალისწინებს ადამიანების ბუნებას და მიზნად ისახავს, შეამციროს ამ არჩევანის შედეგად გამოწვეული უარყოფითი შედეგები.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზიანის შემცირების სტრატეგია გვთავაზობს შუალედურ არჩევანს, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, გავაგრძელოთ ჩვენი ყოველდღიური რუტინა და პარალელურად შევამციროთ ჩვენი ორგანიზმისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანი.