#JeSuisParis - სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც სოცმედიამ აიღო

1 მილიარდი ადამიანი, საზარელი ტერაქტების სერიას, სოციალური ქსელებით ეხმიანება. ფეისბუქის მიერ გააქტიურებული ფილტრი, საფრანგეთისა და ლიბანის დროშის გამოსახულებით, ასახავს იმ ერთსულოვნებასა და სოლიდარობას, რომელიც თავისუფალ სამყაროში არსებობს.

ის, რომ მსგავს გარემოებაში, კომპანიებმა სოციალური პასუხიმგებლობის მიმართულებით ნაბიჯები უნდა გადადგან, ყველამ კარგად ვიცით. ამ მდგომარეობას ,,სოციალურ ვალდებულებასაც’’ კი უწოდებენ - მანამ სანამ ერთნი თანაუგრძნობენ, მეორენი მოქმედებენ, იმისთვის რომ სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ.

უსაფრთხოების შემოწმების ფუნქცია, რომელიც ფეისბუქმა რამდენიმე საათის წინ გაააქტიურა, ალბათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ტერაქტის ზონაში მცხოვრები ადამიანებისა და მათი ახლობლებისთვის. ფუნქცია, შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, მიიღოს შეტყობინება, რომ მისი მეგობარი უსაფრთხო ან პირიქით, სახიფათო ზონაშია. პარიზის ტერაქტის ღამეს, 360 მილიონმა ადამიანმა, სწორედ ფეისბუქის დახმარებით შეიტყო, რომ მისი ახლობელი დაცულია და მას არაფერი ემუქრება. ახალი ინსტრუმენტი გამოიყენა პარიზში მცხოვრებმა 4 მილიონმა ფეისბუქის მომხმარებელმა.

აღნიშნულის გამოყენება, სოციალური ქსელის მომხმარებლებს, შეეძლებათ მსოფლიოს მასშტაბით, ომის, ტერაქტის, სტიქიური უბედურებისა თუ სხვა უსიამოვნო გარემოების დადგომისთანავე და ეს ერთერთი საუკეთესო ნიმუშია სოციალური მედიის პასუხისმგებლობის საზოგადოების წინაშე.

უპირობოდ დაეხმარა სოცმედია პარიზის მაცხოვრებლებს, რომელთაც #PorteOuverte - სახლის კარი ღიად გამოაცხადეს, ყველასთვის, ვინც საჭიროებს. შეტყობინება წამიერად გავრცელდა ქვეყნის მასშტაბით და სიკეთისა თუ მზრუნველობის, უჩვეულო და საუკეთესო პრეცედენტი შექმნა.

ჰოსტელებისა და სახლების კარი გააღო Airbnb-მ, რომელიც სოცმედია ლიდერია ბინების დაჯავშნის სტატისტიკით. მოწოდებები იწერებოდა ბლოგებსა და მიკრობლოგებში - თვითერსა და სნეფჩეტზე, რომელთაც დამატებითი ფუნქციები მომენტალურად ასახეს მომხმარებელთა პროფილებზე.

აღნიშნული ქმედებები მნიშვნელოვანია კომპანიებისთვის წმინდა მარკეტინგული თვალსაზრისითაც - ეს ზრდის ლოიალურობის, ჩართულობის, ორგანიზაციისადმი ერთგულებისა და კეთილგანწყობის მაჩვენებელს. სიკეთე და მზრუნველობა ვისურულად ვრცელდება სოციალურ მედიაში და მას ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური ეფექტი აქვს.

ბოლოს კი გახსოვდეთ -  #TerrorismHasNoReligion

ნინო ენუქიძე, ასოცირებული პროფესორი, ილიაუნის მართვის ინსტიტუტი.

წინა სტატია

კვლევა - წარმატების გასაღები
16 ნოემბერი, 2015

შემდეგი სტატია

ინფლაციის დონე ოქტომბრის მდგომარეობით
17 ნოემბერი, 2015
ნავთობის მსოფლიო ფასი 27 პროცენტით შემცირდა
მსოფლიო | ნოე, 14, 2018
ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა
საქართველო | ნოე, 07, 2018
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 31, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა