მომხმარებელთან კომუნიკაციისას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა რთული, პროფესიული, მითუმეტეს ფინანსური ტერმინოლოგიის აუდიტორიამდე მარტივად მიტანაა. ამიტომ თიბისი ლიზინგი ახალ, ინტერაქციულ პერიოდს იწყებს და ამხსნელს ეძებს. ეს ადამიანი ორი თვის განმავლობაში კომპანიის სხვადასხვა სარეკლამო აქტივობაში მიიღებს მონაწილეობას და 20 000 ლარს მიიღებს.
პროექტის იდეა მარტივია: მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანი სიმღერით, ხატვით, ქსოვით, ცეკვით, გემრიელი რეცეპტის პარალელურად საუბრით თუ სხვა კრეატიული სტილით ჩაწერს ლიზინგის განმარტებას, მთავარია ლიზინგის შინაარსი ნებისმიერი მსმენელისთვის ადვილად აღქმადი იყოს. ეს ვიდეო საკუთარ სოციალურ ქსელებში უნდა ატვირთოთ (TikTok, Instagram, Facebook) ჰეშთეგით #ლიზინგისამხსნელი.
გამარჯვებულის გამოსავლენად კამპანია აერთიანებს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ადამიანებს, ჟიურის, რომელიც შემოსულ ვიდეოებს შეაფასებს და გადაწყვეტს ვინ არის #ლიზინგის ამხსნელი, ანუ ვისი განმარტება იყო ყველაზე მარტივი, აღქმადი და გასაგები.
კომპანია არ ერიდება აღიაროს, რომ ტრადიციული კომუნიკაცია ყოველთვის არაა საკმარისი და მზად არის საზოგადოებასთან ერთად შექმნას ახალი, ყველასთვის გასაგები კონტენტი.
პროექტის პირობებზე მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ თიბისი ლიზინგის ოფიციალურ გვერდს.
S








