2018 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა (ყველა სახის ხარჯი) 12.6 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც დაგეგმილ გადასახდელებზე 100 მლნ ლარით მეტია. მათ შორის, შრომის ანაზღაურებაზე გეგმაზე 2 მლნ ლარით მეტი დაიხარჯა.
გამოყოფილ თანხებზე მეტის დახარჯვა სამინისტროების მიერ გაწეულმა ხარჯებმა განაპირობა. ყველაზე მეტი გადახარჯვა აქვს ინფრასტრუქტურის და ჯანდაცვის სამინისტროებს – 80 და 26 მლნ ლარი. შემდეგ მოდის თავდაცვის სამინისტრო 7 მლნ ლარით. სხვა სამინისტროების გადახარჯვა კი 2-6 მლნ ლარის ფარგლებშია.
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შემთხვევაში გადახარჯვა ძირითადად ჯანდაცვის პროგრამებმა განაპირობა, ჯამში 19 მლნ ლარით. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე 760 მლნ ლარი დაიხარჯა, როდესაც წლის დასაწყისში 705 მლნ ლარი იყო გამოყოფილი. წლის ბოლომდე გეგმიური მაჩვენებელი 760 მლნ ლარამდე გაიზარდა.
ცხრილი: სამინისტროების ხარჯების გეგმა და ფაქტი 2018 წელს, მლნ ლარი
სამინისტროები | გეგმა | ფატი | სხვაობა |
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო | 1584 | 1664 | -80 |
ჯანდაცვის სამინისტრო | 3531 | 3557 | -26 |
თავდაცვის სამინისტრო | 808 | 815 | -7 |
განათლებისა სამინისტრო | 1187 | 1193 | -6 |
იუსტიციის სამინისტრო | 83.7 | 87.6 | -3.9 |
შინაგან საქმეთა სამინისტრო | 602 | 604 | -2 |
წყარო: სახელმწიფო ხაზინა