TBC უზბეკეთის ბაზარზე შესვლას გეგმავს

TBC უზბეკეთის ბაზარზე შესვლას გეგმავს

TBC უზბეკეთის ბაზარზე შესვლას გეგმავს. ბანკის ფინანსური დირექტორის გიორგი შაგიძის განცხადებით, უზბეკეთში ამ ეტაპზე მიმდინარე რეფორმები, საქართველოში განხორციელებულის მსგავსია, რაც შესაძლებლობას იძლევა რომ TBC-იმ საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს უზბეკეთს. 

“ჩვენ შეგვიძლია უზბეკეთის საბანკო სისტემის კატალიზატორი გავხდეთ”, – ამბობს შაგიძე Economy-სთან საუბრისას. 

TBC უზბეკეთის ბაზარზე შესვლას თავდაპირველად პროდუქტით Space გეგმავს, რომელიც ციფრულ ბანკს წარმოადგენს. აღნიშნული პროდუქტი საქართველოში ბანკმა გასული წლის ზაფხულში წარადგინა, თუმცა შაგიძის განცხადებით, უზბეკეთისთვის შეთავაზებული პროდუქტი ქართულისგან განსხვავებული იქნება. 

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, TBC-იმ აზერბაიჯანის ბაზარზე გაფართოვების შესახებ განაცხადა და ადგილობრივ Nikoil Bank-ის 10%-იანი წილის მფლობელი გახდა. უახლოეს 3 წელიწადში კი თიბისი Nikoil ბანკში საკუთარი წილის გაზრდას გეგმავს 50%-ს +1%-ის პრინციპით, რათა აქციების უმრავლესობის მფლობელი გახდეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.