2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო ვალი 18.5 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც 2018 წლისთვის პროგნოზირებულ მთლიანი შიდა პროდუქტთან მიმართებით 44.6%-ია. 2017 წელს აღნიშნული მაჩვენებელი მშპ-ის 44.7% იყო, ხოლო 2012 წლის ბოლოს 34.8%.
სახელმწიფო ვალი საგარეო და საშინაო ვალისგან შედგება. 2017 წლის ბოლოს საგარეო სახელმწიფო ვალი 13.4 მილიარდი ლარი იყო, 2018 წლის ბოლოს კი 14.5 მილიარდი ლარი შეადგინა. 2017 წელს სახელმწიფო საგარეო ვალი 257 მილიონი დოლარით (1.1 მილიარდი ლარით, ლარის კურსის ცვლილების გათვალისწინებით) გაიზარდა.
საშინაო ვალი კი 2018 წელს 368 მილიონი ლარით გაიზარდა და 4 მილიარდი ლარი შეადგინა.
ცხრილი: საქართველოს სახელმწიფო ვალი, მილიარდი ლარი