Volkswagen-ის CEO: Apple-ის არ გვეშინია

Volkswagen-ის CEO: Apple-ის არ გვეშინია

გერმანული ავტომწარმოებლის Volkswagen-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი ჰერბერტ დისი აცხადებს, რომ მას ელექტრომობილების წარმოებასთან დაკავშირებით Apple-ის გეგმების არ ეშინია.

“ავტოინდუსტრია არ არის ტექნოლოგიური სექტორის მსგავსი, სადაც შეგიძლია ერთი „დარტყმით“ უპირატესობა მოიპოვო. Apple-ი ამას ერთ ღამეში ვერ შეძლებს“, – განაცხადა Volkswagen-ის CEO-მ.

ცნობისთვის, უკვე წლებია, რაც ინდუსტრიის წარმომადგენლები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ Apple-ი საკუთარ თვითმართვად   ელექტრომობილს გამოუშვებს. აღნიშნული საკითხი კვლავ ყურადღების ეპიცენტრში მოექცა გასული წლის ბოლოს, როდესაც Reuters-მა უცნობ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ Apple-ი ავტომობილების წარმოებას 2024 წლისთვის გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ Apple-ს 2017 წელს კალიფორნიის ავტოდეპარტამენტისგან აქვს მოპოვებული თვითმართვადი ავტომობილების ტესტირების ნებართვა.

“უკვე ისე უკავშირდება ელექტრო- და თვითმართვადი ავტომობილები ტექ-ინდუსტრიას, რომ შესაძლოა დროულია, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია $10-ტრილიონიან გლობალურ ავტობაზარზე გამოჩნდეს“, – განაცხადეს Morgan Stanley-ის ანალიტიკოსებმა 2020 წლის დეკემბერში.

აღსანიშნავია, რომ Volkswagen-იც გეგმავს ელექტრომობილების ინდუსტრიაში წამყვანი პოზიციის დაკავებას. ავტომწარმოებელმა 2020 წელს 231 600 ელექტრომობილი გაყიდა. ეს Tesla-ს მიერ გაყიდული ელექტრომობილების დაახლოებით ნახევარია. თუმცა, 2019 წელთან შედარებით ამ კუთხით გერმანულ ავტომწარმოებელს 214%-იანი ზრდა აქვს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *