2020 წელს დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 14%-ით შემცირდა

2020 წელს დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 14%-ით შემცირდა

დაბალი და საშუალოშემოსავლიანი ქვეყნების მთლიანი ფინანსური ნაკადები 2020 წელს ზედიზედ მეორედ დაეცა. 2020 წელს მთლიანი წმინდა ფინანსური ნაკადები, ვალი და კაპიტალი კომბინირებულად 909 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. აღნიშნული მაჩვენებელი 5%-ით ნაკლებია 2019 წლის იდენტურ მონაცემზე.

წმინდა ფინანსური ნაკადების შემცირება 2019 წელს წმინდა სავალო შემოსავლების 9%-იანი, 400 მლრდ აშშ დოლარიდან 435 მლრდ აშშ დოლარამდე, ზრდის შედეგია. გარდა ამისა, აღნიშნული შედეგი ამავე წელს წმინდა კაპიტალის ნაკადების 15%-იანი შემცირების შედეგსაც წარმოადგენს.

2020 წელს 14%-ით, 434 მლრდ აშშ დოლარამდე, შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებაც, რაც ფინანსური ნაკადების ყველაზე გამძლე და სტაბილურ კომპონენტად განიხილებოდა. 19%-ით შემცირდა პორტფელური კაპიტალის ნაკადებიც და 2020 წელს მან 39 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

საინტერესოა ისიც, რომ დაბალ და საშუალოშემოსავლიან სახელმწიფოებში ერთობლივი მთლიანი წმინდა შემოსავლების ნახევარი სწორედ ჩინეთიდან შევიდა. 2020 წელს ჩინეთში 33%-ით, 466 მილიარდ აშშ დოლარამდე, გაიზარდა მთლიანი ფინანსური ნაკადების მოცულობა, რაც დაბალი და საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების იმავე მონაცემის 51%-ს შეადგენს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *