2020 წელს საგარეო ვალის ნაკადები დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში 9%-ით გაიზარდა

2020 წელს საგარეო ვალის ნაკადები დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში 9%-ით გაიზარდა

2020 წლის წმინდა სავალო ნაკადების ნახევარი დაბალი და საშუალოშემოსავლიანი ქვეყნებისათვის ჩინეთზე მოდის. ამასთან, გასულ წელს წმინდა სავალო ნაკადები დაბალი და საშუალოშემოსავლიანი ქვეყნებისათვის 9%-ით გაიზარდა და 435 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

საინტერესოა, რომ გრძელვადიანი ვალების ნაკადების 13%-ით ზრდა მოკლევადიანი ვალების შემოდინების შემცირებით კომპენსირდა. 2020 წელს ეს უკანასკნელი 43%-ით შემცირდა და 16 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 2019 წელს იგივე მაჩვენებელი 28 მილიარდ დოლარს უტოლდებოდა.

2020 წელს წმინდა სავალო ნაკადების მოცულობასა და ტენდენციაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა და შეიძლება ითქვას, რომ დომინირებდა ჩინეთის წმინდა სავალო შემოდინებების მკვეთრი ზრდა. ეს უკანასკნელი მონაცემი 2020 წელს 62%-ით გაიზარდა და 233 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც დაბალი და საშუალოშემოსავლიანი სახელმწიფოების მაჩვენებლის 53%-ს წარმოადგენს.

საინტერესოა, რომ დაბალი და საშუალო შემოსავლიანი ქვეყნებისათვის 2020 წლის ვალის შემოდინების მოცულობები და შემადგენლობა მკვეთრად განსხვავებულ სურათს გვაძლევს იმ შემთხვევაში, თუკი ყურადღებას არ მივაქცევთ მხოლოდ ჩინეთის მონაცემებს.

ბუნებრივია ისიც, რომ 2020 წელს ზემოთ აღნიშნული ჯგუფის გრძელვადიანი სესხების 95%-ზე პასუხისმგებელნი ობლიგაციების მფლობელები და მულტილატერული ფინანსური ინსტიტუტები იყვნენ. ასეთ ინსტიტუტებს შორის კი მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი თუ საერთაშორისო სავალუტო ფონდი ერთიანდებიან.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *