2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1 პროცენტით შემცირდა

2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1 პროცენტით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა. 2020 წლის დეკემბერში კი, 2019 წლის დეკემბერთან შედარებით, კლება 7.8% იყო. 6.5% შეადგინა მეოთხე კვარტლის საშუალო კლებამ.

2020 წლისთვის საქართველოს მთავრობა 5%-იან ეკონომიკურ კლებას პროგნოზირებდა, რომელიც დღეს გამოქვეყნებულ წინასწარ მაჩვენებელს 1.1% პუნქტით ჩამორჩება.

2021 წლისთვის საქართველოს მთავრობა 4.3%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.

გრაფიკი: საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები

          

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *