2020 წლის 50 ბესტსელერი საქართველოდან

2020 წლის 50 ბესტსელერი საქართველოდან

საგამომცემლო ინდუსტრია მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა, თუმცა ბეჭდური პროდუქცია, განსაკუთრებით კი წიგნები, დღემდე მკითხველების ფავორიტ მედიუმად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული და აუდიოწიგნების მიმართულება სწრაფად ვითარდება, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ადამიანები არჩევანს კვლავ მაღაზიაში მისვლისა და ფურცვლის სასარგებლოდ აკეთებენ.

ყოველწლიურად მსოფლიოში წიგნების ბეჭდვითა და რეალიზაციით კომპანიები 122 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალს იღებენ. ციფრული გამოცემები კი მხოლოდ 22.05 მილიარდი აშშ დოლარის გენერირებას ახერხებენ შემოსავლის სახით.

აღნიშნულ ტენდენციას საქართველოც მიჰყვება და მიუხედავად პოპულარული ელექტრონული საკითხავი აპლიკაციებისა და აუდიოწიგნებისა, ძირითადი მოთხოვნა მაინც ბეჭდურ წიგნებზეა.

Forbes Georgia და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია წარმოგიდგენთ 2020 წლის ყველაზე გაყიდვად 50 წიგნს საქართველოდან.

ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება

ავტორი: მარკ მენსონი
გამომცემლობა: პალიტრა L

„მარკ მენსონის წიგნი „ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება“ შემთხვევით აღმოვაჩინე. 2018 წლის დასაწყისი იყო. უბრალოდ, „გუგლში“ ჩავწერე ყველაზე პოპულარული წიგნები. ეს წიგნი ათეულში შედიოდა. ჩემი ყურადღება სათაურმა მიიქცია. წიგნის შეძენამდე სარჩევს გადავავლე თვალი. წიგნი ხუთ დღეში წავიკითხე. საკმაოდ რთული პერიოდი მქონდა, ეგზისტენციურ კრიზისს რომ ეძახიან. წიგნში წაკითხული თითოეული წინადადება იმდენად მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იყო, რომ ერთ ადგილზე ვეღარ ვისვენებდი. ეს არის წიგნი ცხოვრების შესახებ, დაწერილი ერთი ჩვეულებრივი ადამიანის მიერ, რომელსაც არც სადოქტორო აქვს დაცული და არც ძეგლი უდგას სადმე. უბრალოდ, ადგა, ძალიან ბევრი იფიქრა, იწვალა და არასრულფასოვნების კომპლექსიც დაძლია. შემდეგ გადაწყვიტა, თავისი ცხოვრებისეული მიგნებებითა და გამოცდილებით მილიონობით ადამიანს დახმარებოდა და ეს წიგნი დაწერა. ჩემი აზრით, ძალიან კარგად გამოუვიდა“, – დავით ჩიკვაიძე, კონსულტანტი.

 

სრული რეიტინგი
დასახელებაავტორიგამომცემლობა
1ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნებამარკ მენსონიგამომცემლობა პალიტრა L
2მზე მთვარე და პურის ყანათემურ ბაბლუანისულაკაურის გამომცემლობა
3სიყვარულის ორმოცი წესიელიფ შაფაქიგამომცემლობა პალიტრა L
4თამაში ჭვავის ყანაშიჯერონიმ სელინჯერიგამომცემლობა პალიტრა L
5მოპარული სიყვარულითინათინ ბერიძეგამომცემლობა პალიტრა L
6ჩემი პირველი კითხვების და პასუხების წიგნიგამომცემლობა პალიტრა L
7ფრანით მორბენალიხალიდ ჰოსეინიარტანუჯი
8მერვე სიცოცხლე (ბრილკას)ნინო ხარატიშვილიინტელექტი
9შიშო გამოდი გარეთნათია ფანჯიკიძესეზანი
10დანაშაული და სასჯელიფიოდორ დოსტოევსკიგამომცემლობა პალიტრა L
11შვიდი მომაკვდინებელი გრძნობანიკოლოზ ტოტოღაშვილიგამომცემლობა პალიტრა L
12ყვავილები ელჯერნონისთვისდენიელ კიზიწიგნები ბათუმში
13პეპი გრძელწინდაასტრიდ ლინდგრენისულაკაურის გამომცემლობა
14ვინი პუჰის თავგადასავლებიალან ალექსანდრ მილნიგამომცემლობა პალიტრა L
15ნოდარ დუმბაძე საბავშვო ლექსებინოდარ დუმბაძესულაკაურის გამომცემლობა
16ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვაჯ. კ. როულინგისულაკაურის გამომცემლობა
17მკვლელობები ანბანის მიხედვითაგათა კრისტიგამომცემლობა პალიტრა L
18ხუთეული განძის კუნძულზეენიდ ბლაიტონისულაკაურის გამომცემლობა
19ვა სოფელოზაირა არსენიშვილისულაკაურის გამომცემლობა
20დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანაანე-კატერინე ვესტლისულაკაურის გამომცემლობა
21ქართული ანბანი – ფაზლიგივი ჭიჭინაძესულაკაურის გამომცემლობა
22საყმაწვილო უნივერსალური ენციკლოპედიაგამომცემლობა პალიტრა L
23ქალი ისახავს მიზანსმეი მესკისეზანი
24თევზი ხეზელინდა მალალი ჰანთისულაკაურის გამომცემლობა
25პეპი გრძელწინდა – ადაპტირებულიასტრიდ ლინდგრენისულაკაურის გამომცემლობა
26ჩემი პირველი სიტყვებიგამომცემლობა პალიტრა L
27ნუ მოკლავ ჯაფარასჰარპერ ლისულაკაურის გამომცემლობა
28ჯინსების თაობადათო ტურაშვილისულაკაურის გამომცემლობა
29ათასი მოელვარე მზეხალიდ ჰოსეინიარტანუჯი
30ანე ფრანკის დღიურიანე ფრანკისულაკაურის გამომცემლობა
31იძულებით გათხოვილილეილაგამომცემლობა პალიტრა L
32ჯეინ ეარიშარლოტა ბრონტეგამომცემლობა პალიტრა L
33ვნებაელფრიდე იელინეკიწიგნები ბათუმში
34პატარა პრინციანტუან დე-სენტ ეგზიუპერისულაკაურის გამომცემლობა
35ბიძია თომას ქოხიჰარიეტ ბიჩერ სტოუსულაკაურის გამომცემლობა
36პირველი სიტყვებიგამომცემლობა პალიტრა L
37სახურავის ბინადარი კარლსონიასტრიდ ლინდგრენისულაკაურის გამომცემლობა
38აღიარება ხელისგულზეთათული ღვინიანიძეგამომცემლობა პალიტრა L
39ბედუინინეფერტარისულაკაურის გამომცემლობა
40ტრიუმფალური თაღიერიხ მარია რემარკიგამომცემლობა პალიტრა L
41საპიენსი, კაცობრიობის მოკლე ისტორიაიუვალ ნოახ ჰარარისულაკაურის გამომცემლობა
42მთებმა მთებს უთხრესხალიდ ჰოსეინიარტანუჯი
431 წრიპა ბიჭის დღიურიჯეფ კინისულაკაურის გამომცემლობა
44ვარსკვლავთა მბოძებელიჯოჯო მოიესიწიგნები ბათუმში
45ორი ნაბიჯი შენამდერეიჩელ ლიპინკოტიგამომცემლობა პალიტრა L
46ხუთეულის ახალი თავგადასავალიენიდ ბლაიტონისულაკაურის გამომცემლობა
47შინდლერის სიათომას კენილიგამომცემლობა პალიტრა L
48ღირსებაელიფ შაფაქიგამომცემლობა პალიტრა L
49ათი წუთი და ოცდათვრამეტი წამი ამ უცნაურ სამყაროშიელიფ შაფაქიგამომცემლობა პალიტრა L
50სოფელი იპოვე ნახატები, ისწავლე სიტყვებისულაკაურის გამომცემლობა