2021 წელს ფულადი გზავნილები 464 მილიონი დოლარით გაიზარდა

2021 წელს ფულადი გზავნილები 464 მილიონი დოლარით გაიზარდა

2021 წელს საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2020 წელთან შედარებით 464 მლნ დოლარით (25%-ით) გაიზარდა. 2020 წელს საქართველოში 1 886 მლნ დოლარი, ხოლო 2021 წელს 2 350 მლნ დოლარი გადმოირიცხა. გასულ წელს გადმორიცხული თანხა 2016 წლის მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება.

2021 წელს საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული თანხის მოცულობაც გაიზარდა. 2020 წელთან შედარებით 70 მლნ დოლარით მეტი გადაირიცხა, ჯამში 317 მლნ დოლარი.

ცალკე აღებულ დეკემბრის თვეში საქართველოში 229 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2020 წლის დეკემბერზე 30 მლნ დოლარით მეტია.

გასულ წელს საზღვარგარეთ დასაქმებულთა ფულადი გზავნილების ზრდა ძირითადად იტალიიდან, აშშ-დან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან და გერმანიიდან გადმორიცხვების ზრდამ განაპირობა. 2020 წელთან შედარებით თურქეთიდან ფულადი გზავნილბი 2.3 მლნ დოლარით შემცირდა.

ქვეყნები საიდანაც გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა, მლნ აშშ დოლარი

ქვეყანა

2020

2021

ზრდა

იტალია

297.6

385.7

88.1

აშშ

218.4

284.3

65.9

რუსეთი

363.9

411.4

47.5

ყაზახეთი

19.7

61.8

42.1

გერმანია

74.2

113.3

39.1

აზერბაიჯანი

53.9

85.2

31.3

ისრაელი

156.8

186.7

29.9

ყირგიზეთი

8.3

31.7

23.4

საბერძნეთი

219.1

240.1

21.0

საფრანგეთი

28.1

37.7

9.6

ესპანეთი

47.9

55.2

7.3

ირლანდია

14.6

20.3

5.7

ტაჯიკეთი

4.4

9.9

5.5

მოლდოვა

2.5

7.7

5.3

უკრაინა

87.5

92.7

5.2

პოლონეთი

27.6

32.6

5.0

საუდის არაბეთი

3.0

7.2

4.2

კანადა

17.9

21.9

4.1

ნიდერლანდები

4.5

8.3

3.8

კვიპროსი

13.0

16.5

3.4

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი