2021 წელს საწარმოთა 6.4%-მა ბაზარზე ახალი ან გაუმჯობესებული საქონელი შეიტანა

2021 წელს საწარმოთა 6.4%-მა ბაზარზე ახალი ან გაუმჯობესებული საქონელი შეიტანა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საწარმოთა ინოვაციური აქტივობის 2021 წლის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში საწარმოთა მხოლოდ 6.4%-მა შეიტანა ბაზარზე ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი. გარდა ამისა, საწარმოთა 5.4%-მა ბაზარზე ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული მომსახურება დანერგა.

საინტერესოა ისიც, რომ ინოვაციების 60.6% საწარმოებისათვის სიახლე აღმოჩნდა, ხოლო 39.4%-ი სიახლეს ზოგადად ბაზრისათვის წარმოადგენდა. ახალი ან გაუმჯობესებული ბიზნესპროცესების განმახორციელებელი საწარმოებიდან ყველაზე დიდი, 6.6%-იანი წილი ბუღალტრული აღრიცხვისა და სხვა ადმინისტრაციული ოპერაციების პროფილის ობიექტებს უკავიათ. მეორე ადგილზე, ამ მაჩვენებლით, 5.8%-იანი წილით ინფორმაციის დამუშავებისა და კომუნიკაციის სექტორის საწარმოებია.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კვლევის მიხედვით, ინოვაციების 79.7% უშუალოდ საწარმოების მიერ იყო შემუშავებული, 20.6% კი სხვა საწარმოებთან ან დაწესებულებებთან თანამშრომლობით შემუშავდა.

ეკონომიკური საქმიანობის სტრატეგიების შეფასებისას, მაღალ ხარისხზე საწარმოთა 43% ფოკუსირდა, 32%-მა კი აქცენტი არსებული საქონლისა თუ მომსახურების გაუმჯობესებაზე გააკეთა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *