ევროზონაში ინფლაციის დონემ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

ევროზონაში ინფლაციის დონემ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

მიმდინარე წლის მაისში ევროზონაში წლიურმა ინფლაციის დონემ 8.1%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია და მნიშვნელოვნად აღემატება ანალიტიკოსების მოლოდინებს.

ევროსტატის განმარტებით, ინფლაციის დონის ზრდის ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი ენერგორესურსების 39.2%-ით გაძვირება და სურსათი პროდუქტების ფასების 7.5%-ით ზრდაა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, რომელიც არ ითვალისწინებს ენერგიისა და სურსათის ხარჯებს, აღნიშნული მაჩვენებელი 3.8%-ს შეადგენს. საგულისხმოა, რომ ჯერ კიდევ წინა თვეს ინფლაციის დონე 7.5%-ს შეადგენდა, საბაზო კი – 3.5%-ს.

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის, კრისტინ ლაგარდის განცხადებით, მკვეთრად გაზრდილი ინფლაციის დონის საპასუხოდ, სავარაუდოდ, ზაფხულში მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდება და სადეპოზიტო განაკვეთი ნეგატიური, -0.5%-იანი ნიშნულიდან 0%-მდე გაიზრდება.

ECB-ის პრეზიდენტის განმარტებით, თუკი საშუალოვადიან პერსპექტივაში ინფლაცია 2%-იანი ნიშნულის ფარგლებში დასტაბილურდება, საპროცენტო განაკვეთების ნეიტრალურ ზონაში დაბრუნება იქნება მიზანშეწონილი ქმედება, რომელსაც ცენტრალური ბანკი უზრუნველყოფს.

იმ შემთხვევაში, თუკი ევროზონის ეკონომიკის გადახურება და ფასების ზრდა კიდევ გაგრძელდება, მოსალოდნელია, რომ ECB-მა მონეტარული პოლიტიკა დაგეგმილზე უფრო მეტად გაამკაცროს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *