2021 წლის ნოემბერში წლიური ინფლაციის დონემ 12.5% შეადგინა

2021 წლის ნოემბერში წლიური ინფლაციის დონემ 12.5% შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გასულ კვირას საქართველოში ინფლაციის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. მიმდინარე წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში – 0.6%, წლიური ინფლაციის დონემ კი 12.5% შეადგინა.

საინტერესოა, რომ საბაზისო ინფლაცია, თამბაქოს გათვალისწინებით და მის გარეშეც, 2021 წლის ნოემბერში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 6.1%-ით განისაზღვრა. უშუალოდ ჯგუფების მიხედვით, წინა წელთან შედარებით ყველაზე დიდი ინფლაცია ტრანსპორტის სექტორში შეინიშნება და იგი 20%-ს უდრის. თუმცა ყველაზე დიდი წვლილი 2021 წლის ნოემბრის ინფლაციაში 5.35%-ით სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფმა შეიტანა. შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელის პროცენტულმა ცვლილებამ წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 17% შეადგინა.

ზემოთ აღნიშნული ჯგუფის ინფლაცია წინა თვესთან შედარებით 0.6%-ით განისაზღვრა. 2021 წლის ნოემბერში ამ ჯგუფიდან ფასები ყველაზე მეტად რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფში გაიზარდა და 4.4% შეადგინა.

საინტერესოა ისიც, რომ ტრანსპორტის ჯგუფში ფასები წინა თვესთან შედარებით 1.7%-ით გაიზარდა, რამაც ზოგადად ინფლაციაზე 0.22%-იანი გავლენა იქონია. აღსანიშნავია ისიც, რომ ფასები პირადი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციაზეც გაზრდილია. წინა წელთან შედარებით ეს უკანასკნელი 30.1%-ით არის გაზრდილი, რაც საკმაოდ დიდი რიცხვია.

რაც შეეხება საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ფასებს, ის 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 11.5%-ით არის გაზრდილი. თუმცა საინტერესოა, რომ ეს ცვლილება წლიურ ინფლაციაზე მხოლოდ 1.68%-ით აისახა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *