2022 წელს რუსეთიდან საქართველოში რეკორდული მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა

2022 წელს რუსეთიდან საქართველოში რეკორდული მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა

2022 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს – 2.1 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.

გასულ წელს ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის ჩამონათვალი და წლიური კლება/ზრდის მაჩვენებელი ასეთი იყო:

  • გაერთიანებული სამეფო – 437 მლნ აშშ დოლარი (-27.9%);
  • ესპანეთი – 360.5 (2,402%);
  • ნიდერლანდები – 196.2 (34%);
  • აშშ – 176.5 (833%);
  • ირლანდია – 120.6 (11,078%).

ხუთეულში ვერ მოხვდა, მაგრამ მეექვსე ადგილი დაიკავა რუსეთმა, საიდანაც 108.1 მლნ აშშ დოლარის FDI განხორციელდა. ეს მაჩვენებელიც რეკორდულია.

პანდემიური 2020 წლის მაჩვენებელთან (42.2 მლნ აშშ დოლარი) შედარებით რუსეთიდან ინვესტიციების მოცულობა თითქმის გასამმაგდა – გაიზარდა 156.2%-ით, ხოლო 2021 წლის 82.4 მლნ აშშ დოლართან შედარებით ზრდა 31.2%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მთლიან ინვესტიციებში რუსეთის წილი 5.2%-ს შეადგენდა.

წყარო: საქსტატი

რაც შეეხება მიმდინარე წელს, სამ კვარტალში რუსეთიდან 66.6 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 17.4%-ით მეტია.

მართალია, პანდემიურ პერიოდში საქართველოში FDI-ის კუთხითაც ჩავარდნა იყო და შესაძლოა, მხოლოდ ამ წელთან შედარება სრული სურათის დასანახად არ იყოს საკმარისი, მაგრამ საგულისხმოა, რომ რუსეთიდან ინვესტიციები არა მხოლოდ 2020-თან, არამედ 2021-წელთან შედარებითაც გაზრდილია.