რა თემები იყო ყველაზე პოპულარული Wikipedia-ზე 2023 წელს?

რა თემები იყო ყველაზე პოპულარული Wikipedia-ზე 2023 წელს?

უფასო ონლაინ ენციკლოპედია Wikipedia ყოველწლიურად პლატფორმაზე ყველაზე ხშირად მოძიებული თემების შესახებ მონაცემებს აქვეყნებს. როგორც აღმოჩნდა, 2023 წელს Wikipedia-ზე ყველაზე პოპულარული ChatGPT-ის შესახებ ინფორმაცია იყო.

ChatGPT ამერიკულმა სტარტაპმა OpenAI-მ, Microsoft-ის მხარდაჭერით, მსოფლიოს გასული წლის ნოემბერში წარუდგინა. ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტმა მომხმარებელთა აღტაცება მალევე დაიმსახურა. ცნობისთვის, ChatGPT-ის შესაძლებლობებში კოდის დაწერა, სხვადასხვა კითხვაზე პასუხის გაცემა, კვლევების ჩატარება, ასევე ესეებისა და რეზიუმეების დაწერა შედის.

მალევე ჩატბოტმა საზოგადოებაში მწვავე დებატები გამოიწვია გენერაციული ხელოვნური ინტელექტის პოტენციურ საფრთხესთან და მის რეგულირებასთან დაკავშირებით. როგორც საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, მას ყველაზე დიდი უარყოფითი გავლენა კულტურულ სფეროზე ექნება. გარდა ამისა, შიშობენ, რომ ChatGPT-ის მსგავსი ჩატბოტები გარკვეულ სამსახურებში ადამიანების ჩანაცვლებას შეუწყობს ხელს და სამუშაო ადგილების შემცირებას განაპირობებს.

2023 წელს Wikipedia-ზე მეორე ყველაზე მეტჯერ წაკითხული სტატია დაღუპულთა წლიური სია იყო. გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების შესახებ ცალკეულმა ჩანაწერებმა წელს ასევე დიდი ინტერესი გამოიწვია, მათ შორის მეთიუ პერისა და ლიზა მარი პრესლიზე მასალამ.

Wikimedia Foundation-ის მონაცემებით, ინგლისურენოვანმა Wikipedia-მ წელს 84 მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა.

წარმოგიდგენთ 2023 წელს 25 ყველაზე პოპულარულ თემას ინგლისურენოვან Wikipedia-ზე:

1. ChatGPT: 49,490,406 ნახვა

2. სიკვდილიანობა 2023 წელს: 42,666,860 ნახვა

3. 2023 წლის კრიკეტის მსოფლიო თასი: 38,171,653 ნახვა

4. ინდოეთის პრემიერ ლიგა: 32,012,810 ნახვა

5. ოპენჰაიმერი (ფილმი): 28,348,248 ნახვა

6. კრიკეტის მსოფლიო თასი: 25,961,417 ნახვა

7. რობერტ ოპენჰაიმერი: 25,672,469 ნახვა

8. ჯავანი (ფილმი): 21,791,126 ნახვა

9. 2023 წლის ინდოეთის პრემიერ ლიგა: 20,694,974 ნახვა

10. პატჰაანი (ფილმი): 19,932,509 ნახვა

11. უკანასკნელი ჩვენგანი (სერიალი): 19,791,789 ნახვა

12. ტეილორ სვიფტი: 19,418,385: ნახვა

13. ბარბი (ფილმი): 18,051,077 ნახვა

14. კრიშტიანუ რონალდუ: 17,492,537 ნახვა

15. ლიონელ მესი: 16,623,630 ნახვა

16. პრემიერ ლიგა: 16,604,669 ნახვა

17. მეთიუ პერი: 16,454,666 ნახვა

18. ამერიკის შეერთებული შტატები: 16,240,461 ნახვა

19. ილონ მასკი: 14,370,395 ნახვა

20. ავატარი: წყლის გზა: 14,303,116 ნახვა

21. ინდოეთი: 13,850,178 ნახვა

22. ლიზა მარი პრესლი: 13,764,007 ნახვა

23. გალაქტიკის მცველები, ნაწილი მე-3: 13,392,917 ნახვა

24. რუსეთის შეჭრა უკრაინაში: 12,798,866 ნახვა

25. ენდრიუ ტეიტი: 12,728,616 ნახვა