2022 წელს საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები $2 მილიარდით გაიზარდა

2022 წელს საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები $2 მილიარდით გაიზარდა

2022 წელს საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2021 წელთან შედარებით 2 მილიარდი დოლარით (86%-ით) გაიზარდა. 2021 წელს საქართველოში 2.3 მილიარდი დოლარი, ხოლო 2022 წელს 4.4 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა.

ცალკე აღებულ დეკემბრის თვეში საქართველოში 535 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2021 წლის დეკემბრის მაჩვენებელზე 306 მლნ დოლარით მეტია. ერთ თვეში საქართველოში 535 მლნ ან მეტი არასდროს გადმორიცხულა ფულადი გზავნილებით, ეს რეკორდული მაჩვენებელია.

2022 წელს საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა ყველაზე მეტად რუსეთიდან ჩამორიცხვებმა განაპირობა, საიდანაც 2.1 მილიარდი დოლარი შემოვიდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 5-ჯერ მეტია. რუსეთის წილი ფულად გზავნილებში 47%-ია. გზავნილები ასევე გაიზარდა ყაზახეთიდან 88 მლნ დოლარით, ყირგიზეთიდან – 80 მლნ დოლარით, გერმანიიდან – 51 მლნ დოლარით და იტალიიდან – 46 მლნ დოლარით.

მნიშვნელოვნად შემცირდა გზავნილები უკრაინიდან, 2021 წელს 93 მლნ დოლარი გადმოირიცხა, 2022 წელს კი მხოლოდ 11 ათასი დოლარი. ასევე შემცირდა აზერბაიჯანიდან 30 მლნ დოლარით.

2022 წელს საქართველოდან საზღვარგარეთ 343 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 27 მლნ დოლარით მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე.

ქვეყნები, საიდანაც გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა, მლნ აშშ დოლარი

                       ქვეყანა20212022ზრდა
რუსეთის ფედერაცია4112,0681,656
ყაზახეთი6215088
ყირგიზეთი3211280
გერმანია11316451
იტალია38643246
აშშ28432743
სომხეთი135441
ბელარუსი54439
ტაჯიკეთი103222
გაერთიანებული სამეფო214018
ისრაელი18719912
უზბეკეთი71811
საფრანგეთი38457
ირლანდია20265
ნიდერლანდები8145
საუდის არაბეთი7125
არაბთა გაერთიანებული საამიროები11153
ბელგია8112
სლოვაკეთი242
ავსტრია462

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი