2023 წლის ყველაზე გაყიდვადი მუსიკალური ალბომები

2023 წლის ყველაზე გაყიდვადი მუსიკალური ალბომები

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ტექნოლოგიურად უფრო და უფრო ვითარდება და მუსიკის მოსასმენად არაერთი გზა არსებობს, ვინილის ფირფიტები პოპულარობას არ კარგავს. ეს ნათლად ჩანს გაერთიანებული სამეფოს მაგალითზე, სადაც The Economic Times-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გასულ წელს ვინილის ფირფიტების გაყიდვებმა 30 წლის მაქსიმუმს მიაღწია და 12%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ გაყიდვების ზრდის ტენდენცია უკვე 16 წელია, ნარჩუნდება.

რაც შეეხება 2023 წლის ყველაზე გაყიდვად ვინილის ალბომს, ეს სტატუსი ამერიკელი მომღერლის, ტეილორ სვიფტის „1989 (Taylor’s Version)“-ს ეკუთვნის. აქვე აღსანიშნავია, რომ ტოპ-ათეულში ამავე მომღერლის კიდევ ორი ალბომი: „Speak Now (Taylor’s Version)“ და „Midnights“ მოხვდა.

2023 წელს ბაზარზე არა მხოლოდ ვინილის ფირფიტებმა, არამედ CD-მაც გამოიჩინა გამძლეობა – დაახლოებით 11 მილიონი ერთეული გაიყიდა, რაც ყველაზე მცირე წლიური კლებაა თითქმის ათი წლის განმავლობაში. CD-ის ალბომებს შორის გასულ წელს ლიდერი Take That-ის „This Life“ იყო. ნოემბრის სადებიუტო კვირაში მისი 100,000 ეგზემპლარი გაიყიდა.

ვინილის 10 ყველაზე გაყიდვადი ალბომი 2023 წელს:

  1. ტეილორ სვიფტი – 1989 (Taylor’s Version)
  2. The Rolling Stones – Hackney Diamonds
  3. ლანა დელ რეი – Did You Know There’s A Tunnel Under Ocean Blvd
  4. ტეილორ სვიფტი – Speak Now (Taylor’s Version)
  5. Fleetwood Mac – Rumours
  6. Blur – The Ballad Of Darren
  7. Pink Floyd – The Dark Side Of The Moon
  8. ტეილორ სვიფტი – Midnights
  9. ოლივია როდრიგო – Guts
  10. ლუის კაპალდი – Broken By Desire To Be Heavenly Sent

CD-ის 10 ყველაზე გაყიდვადი ალბომი 2023 წელს:

  1. Take That – This Life
  2. ტეილორ სვიფტი – 1989 (Taylor’s Version)
  3. The Rolling Stones – Hackney Diamonds
  4. ლუის კაპალდი – Broken By Desire To Be Heavenly Sent
  5. ედ შირანი – – (გამოკლება)
  6. P!nk – Trustfall
  7. Foo Fighters – But Here We Are
  8. Metallica – 72 Seasons
  9. Noel Gallagher’s High Flying Birds – Council Skies
  10. კაილი მინოუგი – Tension