რა არის ეკონომიკური ხარჯი?

რა არის ეკონომიკური ხარჯი?

ეკონომიკური ხარჯი (ინგლისურად Economic cost) არის ფულადი ხარჯებისა და ალტერნატიული ხარჯების ჯამი. როდესაც კომპანია რაიმეს აწარმოებს, ხარჯების გაწევა სჭირდება, რაც ძირითადად თანხის გადახდას მოითხოვს და ეს არის პირდაპირი, იგივე ბუღალტრული ხარჯი. თუმცა გარდა ამისა, ის მოიხმარს რესურსებს (კაპიტალი, მიწა, ფული, შრომა, ტექნოლოგია), რომლებიც შეიძლებოდა სხვა მიზნით გამოეყენებინა და გარკვეული შემოსავალი მიეღო. სწორედ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები არის ალტერნატიული ხარჯები, რომლებიც უნდა დავუმატოთ პირდაპირ ფულად ხარჯებს, რომ მივიღოთ ეკონომიკური ხარჯი.

როდესაც კომპანია თვლის, რა უჯდება საქონლის ან მომსახურების მიწოდება, მან აუცილებლად უნდა დათვალოს ეკონომიკური ხარჯი, რადგან ის უჩვენებს, რამდენად ეფექტიანად იყენებს რესურსებს.