ფოტო: Getty Images
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის ბოლოს საქართველოში არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 168.7 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც 5.2% უცხოურ ვალუტაში იყო გამოხატული. ამავე პერიოდში მათი ვალდებულებები 92.5 მილიარდ ლარს, კაპიტალისა და რეზერვების მოცულობა კი 76.2 მილიარდ ლარს გაუტოლდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოკვლევის მიხედვით, არაფინანსური კორპორაციების მთლიან აქტივებში ფინანსური აქტივების მოცულობა 41 მილიარდ ლარს შეადგენდა. აქედან მოკლევადიანი ფინანსური აქტივების მოცულობა 8.9 მილიარდი ლარი იყო, მათი ლიკვიდურობის წილი კი 50.6%-ს უტოლდებოდა.
2025 წლის ბოლოს არაფინანსური კორპორაციების მთლიან ვალდებულებებში 23.8 მილიარდი ლარი მოკლევადიან ვალდებულებებზე მოდიოდა. ვალდებულებებიდან 18 მილიარდი ლარი უცხოურ ვალუტაში იყო გამოხატული, ხოლო არარეზიდენტების მიმართ დავალიანება, ანუ საგარეო ვალი, 11.2 მილიარდ ლარს შეადგენდა.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს არაფინანსური კორპორაციების საპროცენტო ხარჯებმა 3.3 მილიარდი ლარი შეადგინა, მათი მთლიანი შემოსავლები კი 24.8 მილიარდი ლარი იყო.
ამავე პერიოდში ვალის მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯებმა 13.2 მილიარდ ლარს მიაღწია. ეს მაჩვენებელი მოიცავს სასესხო ვალდებულებების დაფარვას როგორც ძირითადი თანხის, ისე პროცენტის გადახდის სახით. მათ შორის, უშუალოდ სესხის პროცენტის სახით გადახდილმა თანხამ 2.1 მილიარდი ლარი შეადგინა.
ფიზიკური პირებისგან მიღებული სესხების მომსახურებაზე არაფინანსურმა კორპორაციებმა 172 მილიონი ლარი დახარჯეს, სხვა არაფინანსური კორპორაციებისგან მიღებული სესხების მომსახურებაზე კი – 983.2 მილიონი ლარი.
Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი









