ფოტო: ყირგიზეთის პრეზიდენტის პრესსერვისი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ყირგიზეთი იყო, სადაც საქართველომ 650.2 მილიონი აშშ დოლარის საქონელი გაიტანა. მეორე ადგილზე ჩინეთი აღმოჩნდა 583.1 მილიონი დოლარით, მესამეზე კი – აზერბაიჯანი, 566.7 მილიონი დოლარით.
საქსტატის მონაცემებით, ათ უმსხვილეს საექსპორტო პარტნიორ ქვეყანაზე საქართველოს მთლიანი ექსპორტის 67.8% მოდიოდა.
იმპორტის მიმართულებით პირველ ადგილს თურქეთი იკავებდა. საქართველომ ამ ქვეყნისგან 2.19 მილიარდი დოლარის საქონელი შეიძინა. მეორე ადგილზე ამ შემთხვევაშიც ჩინეთი იყო 1.75 მილიარდი დოლარით, მესამეზე კი – აშშ, საიდანაც იმპორტმა 1.72 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ათ უმსხვილეს საიმპორტო პარტნიორ ქვეყანაზე საქართველოს მთლიანი იმპორტის 69.2% მოდიოდა.
მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის მიხედვით, საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი თურქეთი იყო – 2.55 მილიარდი დოლარით. მას ჩინეთი მოჰყვებოდა 2.33 მილიარდი დოლარით, შემდეგ რუსეთი – 2.21 მილიარდი დოლარით.
ჯამურად, ათ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანასთან ბრუნვამ ქვეყნის მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 64.8% შეადგინა.
Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი









