მასკის თქმით, 2027 წელს აშშ-ში ყველა ბავშვს SpaceX-ის თითო აქციას გადასცემს

მასკის თქმით, 2027 წელს აშშ-ში ყველა ბავშვს SpaceX-ის თითო აქციას გადასცემს

ფოტო: Getty Images

 

ილონ მასკის განცხადებით, 2027 წელს აშშ-ში მცხოვრებ ყველა ბავშვს მისი კოსმოსური და ხელოვნური ინტელექტის კომპანია SpaceX-ის თითო აქციას გადასცემს. ამის შესახებ მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

„მომავალ წელს ამერიკაში ყველა ბავშვს SpaceX-ის თითო აქციას გადავცემ“, – წერს მასკი და დასძენს, რომ ეს „მრავალი ნაბიჯიდან პირველი“ იქნება.

ილონ მასკმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მან კონკურენტი კომპანია Anthropic-ის გეგმა გააკრიტიკა. კომპანია საკუთარი აქციების 5%-ის საზოგადოებრივი სარგებლის ფონდში გადარიცხვას აპირებს. მასკმა კი Anthropic-ს მოუწოდა, აქციები პირდაპირ საზოგადოებისთვის გაენაწილებინა.

ამ დროისთვის მასკს არ დაუკონკრეტებია, რა კრიტერიუმებით განისაზღვრება პროგრამის ბენეფიციარები ან როგორ აპირებს მილიონობით ამერიკელი ბავშვისთვის აქციების გადაცემას. ასევე უცნობია, რა პირობებით მიიღებენ ბავშვები აქციებს და შეძლებენ თუ არა მათ გაყიდვას.

Forbes-ის შეფასებით, მოცემული დროისთვის ილონ მასკის ქონება $908.5 მილიარდს შეადგენს.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი