27 მილიარდდოლარიანი ყაზახური ფინტექ-გიგანტი Kaspi უკრაინის ბაზარზე შედის

27 მილიარდდოლარიანი ყაზახური ფინტექ-გიგანტი Kaspi უკრაინის ბაზარზე შედის

ყაზახურმა კომპანია Kaspi-მ, რეგულარული ბანკიდან ფინტექ-კომპანიამდე დიდი და რთული გზა გაიარა. დღეს კომპანიის საბაზრო კაპიტალის ღირებულება 27 მილიარდ დოლარს შეადგენს, რამაც კომპანია უდიდესი ფინტექ-გიგანტების წრეში შეიყვანა. მისი დამფუძნებლები 51 წლის ვიაჩესლავ კიმი და 46 წლის ქართველი მილიარდერი, მიხეილ ლომთაძე არიან. Forbes-ის თანახმად, მათი ქონება, შესაბამისად, 4.3 მილიარდ და 3.9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

2021 წლის შემოდგომაზე ყაზახურმა ფინტექ-გიგანტმა დააანონსა, რომ უკრაინულ ბაზარზე შესვლას გეგმავს. ამ მიზნით კი Kaspi-მ გადახდების კომპანია Portmone და BTA ბანკი შეისყიდა. ორივე მათგანისათვის Kaspi-მ 24 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. სიაში შემდეგი ასათვისებელი წრე საბაზრო სივრცე გახლავთ. უკრაინის ფინანსურ და საცალო ინდუსტრიას არასდროს უნახავს ასეთი მრავალპროფილური მოთამაშე საკუთარ ტერიტორიაზე. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ Kaspi უკრაინაში პოპულარობას მალევე მოიპოვებს.

საინტერესოა, რომ ყაზახური Kaspi-ს მენეჯმენტმა და მფლობელებმა აღნიშნული სიახლის შესახებ  კომენტარის გაკეთება ჯერჯერობით არ ისურვეს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, მარჟან ელშიბაევას განცხადებით, მათ ცოტა დრო კიდევ ესაჭიროებათ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ Kaspi უკრაინის ბაზრის განსაკუთრებულობას გამოიყენებს. კერძოდ კი იმ ასპექტს, რომ ქვეყანაში ნაღდი ფულით გადახდებზე დიდი წილი მოდის, თუმცა ამავდროულად ქვეყანაში საკმაოდ აქტიურად იყენებენ სმარტფონებსაც. შესაბამისად, უნდა მოხდეს მათი ინტეგრაცია, რაშიც Kaspi დაეხმარებათ. მენეჯმენტის ინფორმაციით, წელს კომპანია დამატებით მსხვილი შესყიდვის განხორციელებას უკრაინაში აღარ აპირებს. სანაცვლოდ მათ ბევრი ტექნიკური საკითხის გადაწყვეტა მოუწევთ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.