5 პროდუქტი, რომლებიც აშშ-ში ახლა უფრო იაფია, ვიდრე პანდემიამდე

5 პროდუქტი, რომლებიც აშშ-ში ახლა უფრო იაფია, ვიდრე პანდემიამდე

ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა საუბრები იმის შესახებ, რომ პროდუქციის ფასები დღითიდღე იმატებს. ამის მიზეზი კი 2020 წელს დაწყებული კოვიდპანდემიაა. თუმცა, როგორც ჩანს, მსოფლიოში შექმნილმა ეკონომიკურმა კრიზისმა ყველაფერზე მაინც ვერ მოახდინა გავლენა. CNN-მა შემოგვთავაზა იმ 5 პროდუქტის სია, რომლებიც პანდემიის გავლენების მიუხედავად აშშ-ში ახლა უფრო იაფია, ვიდრე 2020 წლის თებერვალში.

ტანსაცმელი

სამსახურების დისტანციურ ფორმატზე გადასვლამ ადამიანთა გარდერობს კლასიკური ტანსაცმელი მოაცილა, მათი ადგილი კი ყოველდღიურმა, უბრალო ტანისამოსმა დაიკავა. თუმცა შეზღუდვების მოხსნასთან ერთად დასაქმებულებს ოფიციალურად ჩაცმა ისევ დასჭირდებათ.

როგორც ქალის, ისე მამაკაცის ტანსაცმლის ღირებულება მთელი მსოფლიოს მასშტაბით პრეპანდემიურ ფასზე ნაკლებია. . მამაკაცის ტანისამოსის ფასი 2020 წლის თებერვალთან შედარებით – 7.2%-ით, ხოლო ქალის ტანსაცმლის ფასი 5.9%-ით შემცირდა.

ტრანსპორტი

პანდემიამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მობილობაზეც მოახდინა გავლენა. თუმცა შეზღუდვების მოხსნასთან ერთად ავტობუსებსა და მატარებელზე მოთხოვნა კვლავ იზრდება. საბედნიეროდ, მასობრივი ტრანსპორტირება 2.9%-ით უფრო იაფია.

სპორტული ღონისძიებები

სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება ამერიკელებს 1.8%-ით უფრო იაფად შეუძლიათ. მართალია, განსხვავება არც ისე დიდია, თუმცა სხვა ყველაფერზე ფასების ზრდის ფონზე აღნიშნული სხვაობა მაინც სასიამოვნოა.

შინაური ცხოველები

შინაურ ცხოველებზე მოთხოვნა პანდემიის დაწყების შემდეგ განსაკუთრებით გაიზარდა. თუმცა ახლა შინაურ ცხოველებსა და მათ პროდუქციაზე ფასები 1.8%-ით შემცირდა. რაც შეეხება აქსესუარებს, მათმა ფასმა 2020 წლის თებერვალთან შედარებით 3.8%-ით დაიკლო.

ჯანდაცვა

ჯანდაცვის მნიშვნელობა პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა.  მედიკამენტების, სამედიცინო აღჭურვილობისა და მარაგების ფასები ერთობლივად 2.3%-ით შემცირდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *