გუდვილი (ინგლისურად goodwill) არის კომპანიის არამატერიალური აქტივი, რომელიც განისაზღვრება როგორც პრესტიჟი, რეპუტაცია, კეთილგანწყობა და მას კომპანიის გარეშე, დამოუკიდებელი საბაზრო ღირებულება არ გააჩნია. ეს არის ბრენდის მიმართ კეთილგანწყობა, რომელიც კომპანიის ხანგრძლივი საქმიანობის შედეგად მოპოვებული რეპუტაციის შედეგია. შესაბამისად, ახალდაფუძნებული კომპანიები გუდვილს არ ფლობენ.
გუდვილის დათვლის დროს კომპანიის გასაყიდ ფასს აკლდება წმინდა საბაზრო ღირებულება (აქტივების საბაზრო ღირებულებას გამოკლებული ვალდებულებები) და თუ სხვაობა დადებითია, ეს არის გუდვილის ღირებულება. გუდვილი კომპანიის გაყიდვის დროს წარმოიშობა. გუდვილი კომპანიისგან განცალკევებულ აქტივად არ არსებობს, ის სრულად არალიკვიდურია. მაგალითად, კომპანიას არ შეუძლია, ცალკე გუდვილი გაყიდოს.