იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ სინძო აბეს ქალაქ ნარაში სიტყვით გამოსვლისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი ტყვია ესროლეს.

სამართალდამცავების ინფორმაციით, უკვე დაკავებულია 40 წლამდე ასაკის ერთი მამაკაცი, შემთხვევის ადგილიდან კი ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც, სავარაუდოდ, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ესროლეს. საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

BBC-ის ცნობით, დაჭრილი აბე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი მდგომარეობა უაღრესად მძიმეა და გადაყვანის პროცესში მას სიცოცხლის ნიშნებიც კი არ ჰქონდა.

სინძო აბე იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2006-2007 და 2012-2020 წლებში იკავებდა. ქალაქ ნარაში ის წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად და ამომრჩევლებთან შესახვედრად იყო ჩასული.