მსოფლიოს ერთ-ერთი ტექნოლოგიური გიგანტი სახელმწიფო, იაპონია, მიმდინარე წელს მიკროჩიპების წარმოების მიმართულებით $7 მილიარდს დააბანდებს. ეს 82%-ით მეტია გასულ წელს განხორციელებულ ინვესტიციასთან შედარებით და თან, რეკორდული მაჩვენებელიცაა.
იაპონიის მიერ ინვესტიციების გაზრდა, ცხადია, ნახევარგამტარებისა და მიკროჩიპების ბაზარზე მისი წილის გაზრდისკენაა მიმართული. პარალელურად ამისა, იაპონია მიკროჩიპების წარმოებისთვის საჭირო დანადგარებზე ექსპორტზე შეზღუდვას აწესებს, რაც, ჩინეთისთვის ამ ტექნოლოგიის არგადაცემას უკავშირდება.
იაპონიის ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჩინ გენგი გამოეხმაურა, რომელმაც იაპონიას მოუწოდა, ოფიციალური ვაშინგტონის ვექტორის გატარებისგან თავი შეიკავოს. მიკროჩიპების წარმოებისთვის საჭირო აპარატურას ჩინეთშიც ამზადებენ, თუმცა უმეტესწილად ავტომობილებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მიკროჩიპებისთვის განკუთვნილს.