იპოთეკური სესხი (ინგლისურად Mortgage Loan) არის ისეთი სესხი, რომლის აღების მიზანს უძრავი ქონების შეძენა და/ან მისი რემონტი წარმოადგენს. იპოთეკური სესხის გაცემის დროს, როგორც წესი, სესხის უზრუნველყოფა უძრავი ქონებით ხდება. უზრუნველყოფისთვის ძირითადად სწორედ ის უძრავი ქონება გამოიყენება, რომლის შეძენა და/ან რემონტი უნდა დაფინანსდეს. რადგან უძრავი ქონება ძვირი ღირს ხოლმე, იპოთეკურ სესხს სხვა საკრედიტო პროდუქტებთან შედარებით გრძელი ვადა აქვს. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, იპოთეკური სესხის გაცემა 20 წლამდე ვადითაა შესაძლებელი.
იპოთეკურ სესხებზე ხშირად მოითხოვება მსესხებლის სიცოცხლის ან/და უზრუნველყოფაში ჩადებული ქონების დაზღვევა. სესხის პირობები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია შესაძენი ქონების ღირებულებაზე, მომხმარებლის შემოსავალსა და საკრედიტო ისტორიაზე.