NASA Space Apps Challenge Tbilisi 2024

NASA Space Apps Challenge Tbilisi 2024

5-6 ოქტომბერს თბილისმა Nasa Space Apps Challenge საერთაშორისო ჰაკათონს უმასპინძლა. ჰაკათონმა გააერთიანა პროგრამირების, ინჟინერიის, მეცნიერების, დიზაინის, მონაცემთა ანალიტიკის, სთორითელინგისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტების ახალგაზრდა სტუდენტები და კურსდამთავრებულები.

Nasa Space Apps Challenge Tbilisi 2024 ჰაკათონი Startup Büro-სა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტის (SEU) პარტნიორობით ჩატარდა და 70 -ზე მეტ მონაწილეს უმასპინძლა საქართველოს მასშტაბით.  ჰაკათონის ფარგლებში მონაწილეებს ჰქონდათ უნიკალური შესაძლებლობა გამხდარიყვნენ  გლობალური ცვლილებების ნაწილი.

Nasa Space Apps Challenge ნასას ყველაზე დიდი ჰაკათონია და 2012 წლიდან დღემდე, ოქტომბრის პირველ კვირაში იმართება. ჰაკათონი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში პარალელურად ტარდება და 300-ზე მეტი ქალაქიდან, კოსმოსის მოყვარულ ხალხს აერთიანებს. ჰაკათონის მონაწილეები გუნდებად ერთიანდებიან და ორი დღის განმავლობაში ეძებენ დედამიწისა და კოსმოსის მწვავე პრობლემების გადაჭრის გზებს.

აღსანიშნავია, რომ თბილისში ჩატარებულმა ჰაკათონმა 70-მდე წევრი გააერთიანა. მათ საკუთარ პროექტებზე გუნდურად იმუშავეს და ამის პარალელურად, Startup Büro-ს დაორგანიზებულ, ვორქშოფებს დაესწრნენ სხვადასხვა მიმართულებით:

  • მონაცემთა მეცნიერება
  • რობოტიკა
  • სთორითელინგი
  • ასტროფოტოგრაფია

ჰაკათონზე მოწვეულნი იყვნენ ჟიურის წევრები, რომლებმაც წარმოდგენილი პროექტები შეაფასეს.

ჟიურის მოწონება არაერთმა პროექტმა დაიმსახურა, განსაკუთრებით კი გამარჯვებული გუნდის “ასტერისკის” პროექტმა, რომელიც მოიცავდა გეომაგნიტური შტორმის ანალიზს და წარდგენილია  Nasa Space Apps Challenge-ის საერთაშორისო შეჯიბრზე.

გარდა ამისა, “ასტერისკსა” და “orrerion”-ის გუნდის წევრებს Planetarium-სა და Celestron-სგან ტელესკოპები, ხოლო სხვა პარტნიორებისგან სპეციალური პრიზები გადაეცათ საჩუქრად.

ღონისძიება Startup Büro-სა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU)-ს ორგანიზებით ჩატარდა.

გარდა ამისა, ჰაკათონის მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), Cellfie, თბილისის მერია,  loialte , Contractor, GEC Consulting, Planetarium, Celestron, IT Step Academy, ლიკანი, Cavea Plus, Cavea, Allin.

თვალი ადევნეთ სიახლეებს და არ გამოგრჩეთ შემდეგი ღონისძიებები. ამისთვის, გამოგვყევით ინსტაგრამზე, Facebook-ზე და Linkedin-ზე.