ეკონომიკის დარგში 2024 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები გამოავლინეს

ეკონომიკის დარგში 2024 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები გამოავლინეს

შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიამ ეკონომიკის დარგში მიმდინარე წლის ნობელის პრემიის ლაურეატები გამოავლინა. Sveriges Riksbank-ის პრიზი სამ მეცნიერზე განაწილდა – ესენი არიან: დარონ აჩემოღლუ, საიმონ ჯონსონი და ჯეიმს ა. რობინსონი.

აშშ-ში მომუშავე სამმა ეკონომისტმა ნობელის პრემია „ქვეყნების კეთილდღეობაში სოციალური ინსტიტუტების მნიშვნელობის ჩვენებისთვის“ მიიღო.

„საზოგადოებები ცუდი კანონებითა და ინსტიტუტებით, რომლებიც ექსპლუატაციას უწევენ მოსახლეობას, ზრდას ან უკეთესობისკენ ცვლილებას ვერ უზრუნველყოფენ. ლაურეატების კვლევა გვეხმარება გავიგოთ, თუ რატომ ხდება ასე“, – განაცხადეს შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის ნობელის კომიტეტის წარმომადგენლებმა.

შეგახსენებთ, გასულ წელს ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი კლაუდია გოლდინი გახდა. გოლდინმა ნობელის პრემია საკუთარი ნაშრომის დამსახურებით მიიღო, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არის პირველი ყოვლისმომცველი ანგარიში ქალების შემოსავლისა და შრომის ბაზარზე მათი მონაწილეობის შესახებ.

1969-დან 2024 წლამდე ნობელის პრემია 56-ჯერ გაიცა. აღნიშნულ პერიოდში ეს ჯილდო მხოლოდ სამ ქალს აქვს მიღებული.